ოფიაზისი – ბუდობრივი ალოპეციის სახე
ბუდობრივი ალოპეცია (alopecia areata) არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მკვეთრად შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის გამელოტებული კერების გაჩენა შეუცვლელ კანზე.
დაზიანებული ფართობის მიხედვით, განარჩევენ ბუდობრივი ალოპეციის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ლოკალური, ლენტისებრი( ცელსის ოფიაზისი), სუბტოტალური, ტოტალური და უნივერსალური.