ანდაზები და გამონათქვამები თმაზე
1. თმა არის ქალის უძვირფასესი სამშვენისი. – მარტინ ლუთერი
2. თმის ღერსაც კი აქვს თავისი ჩრდილი. – ესპანური ანდაზა
3. ჭაღარა თმა ნეტარებაა – ჰკითხეთ ნებისმიერ მელოტ კაცს. – უცნობი ავტორი
1. თმა არის ქალის უძვირფასესი სამშვენისი. – მარტინ ლუთერი
2. თმის ღერსაც კი აქვს თავისი ჩრდილი. – ესპანური ანდაზა
3. ჭაღარა თმა ნეტარებაა – ჰკითხეთ ნებისმიერ მელოტ კაცს. – უცნობი ავტორი
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის ბუნების, ხასიათის, ჩვევების გამოცნობა შესაძლებელია მისი თმის ფერის მიხედვით, არა აქვს მნიშვნელობა, შეღებილია თმა თუ ნატურალური. ასე რომ, შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე თმის ფერი და შესაბამისად მანდილოსნის ბუნების საიდუმლოებები…
ქერათმიანი
ბუნებრივად ქერები, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს შეადგენენ. ხალხში გავრცელებული აზრით, ქერა კეთილი, რბილი ხასიათის, მეოცნებე, მელანქოლიური ადამიანია. მას წვრილმანზეც შეუძლია იტიროს, ოსტატურად ცრუობს. ის ყველაზე მეტად ენდობა საკუთარ ინტუიციას. მუშაობით მაინცდამაინც თავს არ იკლავს, მაგრამ თუ კარგი კოლეგა შეხვდა, მისი მიბაძვით, თავადაც კარგი თანამშრომელი იქნება. სენტიმენტალურია. ფერებიდან უპირატესობას ვარდისფერს, სალათისფერსა და ცისფერს ანიჭებს. მეოცნებეა, ხშიად ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თუ მიზანი დაისახა, ნებისმიერი ხერხით მის მიღწევას შეეცდება.
ცნობილია, რომ მამაკაცებს ქერა ქალები მოწონთ. როგორი მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას სუსტი სქესის წარმომადგენლები?
როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, ქალები ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას პირველ რიგში, საკუთარ ინტუიციას ენდობიან, შემდეგ კი სხვა ფაქტორებიც ახდენენ ზეგავლენას.