ლაზერული თერაპია – თმის აღსადგენად
ლაზეროთერაპია არის ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდი მედიცინაში. როგორც ცნობილია, მაღალი ინტენსივობის ლაზერის სხივები დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ქირურგიაში. ამასთან ერთად, დაბალი ინტენსივობის ლაზერული თერაპია ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია თმის ცვენის მკურნალობაში.