Posts Tagged ‘ტესტოსტერონი’

სპექტრალ დნს – ანტიანდროგენული პრეპარატი

სპექტრალ დნს (Spectral DNC)  არის პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია მამაკაცური სიმელოტის შორსწასულ შემთხვევებში (ნორვუდის IV ხარისხი და მეტი) და ქალბატონებში ლუდვიგის მე–II, მე–III ხარისხის დროს.

 

სპექტრალ დნს არის გარეგანი მოხმარების ერთ–ერთი მძლავრი და სწრაფმოქმედი ანტიანდროგენული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას.

 

პრეპარატს აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია, რის გამოც მისი შეწოვა რამდენჯერმე მატულობს.

 

მასში შემავალი ანთებისსაწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი კომპონენტები ეწინააღმდეგება გვერდით ეფექტს– კანის გაღიზიანებას, რაც გვხვდება მაგ. მინოქსიდილის მოხმარებისას.

 

ძირითადი მოქმედი კომპონენტი არის 5% მინოქსიდილი– თმის ზრდის მასტიმულირებელი „ოქროს სტანდარტი“.


პიტნა – არასასურველი თმის მოსაცილებლად?!

თურქი მკვლევარები თვლიან, რომ რამდენიმე ფინჯანმა პიტნის ჩაიმ შესაძლოა ქალები გაანთავისუფლოს ჰირსუტიზმის პრობლემისაგან.

 

ჰირსუტიზმი არის თმის გაძლიერებული ზრდა ქალებში. ამ დროს თმის ზრდა ხდება სახეზე, მკერდის, ზურგისა და მუცლის ზედა ნაწილზე. ის დაკავშირებულია ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის დონის მომატებასთან.


რა არის ჰირსუტიზმი?

ჰირსუტიზმი არის ქალებში (მამაკაცური ტიპის) თმის გაძლიერებული ზრდა. ამ დროს ტერმინალური (მუქი ფერის, უხეში) თმის ზრდა ხდება სახეზე, მკერდის, ზურგის და მუცლის ზედა ნაწილზე. ჰირსუტიზმის მიზეზი უმეტესად არის ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონები) მომატებული კონცენტრაცია.

ჰირსუტიზმის დროს გამოხატულია კანის და თმის მომატებული ცხიმიანობა, აკნე, ამენორეა, უნაყოფობა და სხვა. ანდროგენების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირილიზაციის ნიშნები – კუნთოვანი მასის ზრდა, ხმის დაბოხება, შუბლის გამელოტება, სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი