Posts Tagged ‘სიმელოტე’

ტრიქოპიგმენტაცია – ინოვაცია თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ” -ში

 

ტრიქოპიგმენტაცია არის თავის თმიანი საფარველის გამელოტებული უბნების დაფარვის  საუკეთესო , უახლესი  მეთოდი.

 

მკურნალობის  პროცესში, სპეციალური აპარატურის საშუალებით, ხდება ბუნებრივი პიგმენტის შეყვანა კანში.


სპექტრალ დნს – ანტიანდროგენული პრეპარატი

სპექტრალ დნს (Spectral DNC)  არის პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია მამაკაცური სიმელოტის შორსწასულ შემთხვევებში (ნორვუდის IV ხარისხი და მეტი) და ქალბატონებში ლუდვიგის მე–II, მე–III ხარისხის დროს.

 

სპექტრალ დნს არის გარეგანი მოხმარების ერთ–ერთი მძლავრი და სწრაფმოქმედი ანტიანდროგენული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას.

 

პრეპარატს აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია, რის გამოც მისი შეწოვა რამდენჯერმე მატულობს.

 

მასში შემავალი ანთებისსაწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი კომპონენტები ეწინააღმდეგება გვერდით ეფექტს– კანის გაღიზიანებას, რაც გვხვდება მაგ. მინოქსიდილის მოხმარებისას.

 

ძირითადი მოქმედი კომპონენტი არის 5% მინოქსიდილი– თმის ზრდის მასტიმულირებელი „ოქროს სტანდარტი“.


რატომ მელოტდებიან ქალები?

ქალური ტიპის სიმელოტე განსხვავდება მამაკაცური ტიპისაგან იმით, რომ თმის დაკარგვას აქვს დიფუზური ხასიათი. ამიტომ ქალებში სიმელოტე უფრო გვიან ხდება შესამჩნევი, ვიდრე – მამაკაცებში, ამავე დროს თმის წინა ხაზი შენარჩუნებულია.
სტატისტიკური მონაცემებით ამერიკაში 21 მილიონი ქალი განიცდის სიმელოტის პრობლემას.


თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებები

თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებები (მიკოზი) ვითარდება პათოგენური სოკოთი – Мicrosporum Canis, Trichophyton violaceum, Trichophyton crateriforme, Trichophyton faviforme, Trichophyton gypseum, Trichophуton Schonleinii –რომელიც აზიანებს თავის კანს და თმიან საფარს. უფრო მეტად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდა ქალები.


თმის გადანერგვის ისტორია

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას აწუხებდა სიმელოტის პრობლემა და ცდილობდა მის გადაჭრას. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ XX საუკუნეში.

თმის გადანერგვამ რევოლუცია მოახდინა მამაკაცური ტიპის თმის ცვენის პრობლემის გადაწყვეტაში.


რა იწვევს დიფუზურ ალოპეციას?

დიფუზური ალოპეცია ხასიათდება ძლიერი, თანაბარი თმის ცვენით თავის თმიან ნაწილზე. დიფუზური ალოპეციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევა, ასევე არასასურველი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, რის შედეგად ვითარდება თმის განვითარების ციკლის დარღვევა.


პაციენტი გიზიარებთ გამოცდილებას

გთავაზობთ ჩვენი პაციენტის ჩანაწერს შთაბეჭდილებების წიგნიდან:


-
მე ჯერ კიდევ 80–იანი წლებიდან ვეძებდი თმის აღდგენის საშუალებას, მაშინ მხოლოდ თმის ხაზი მქონდა დარღვეული. ჩემი პრობლემები თავდაპირველად შეუმჩნეველი იყო, სანამ თმის ცვენამ არ იმატა. ჩემი შეთხელებული თმა ყველას ყურადღებას იპყრობდა. მეგონა, რომ ყველას თვალში ხვდებოდა ჩემი სიმელოტე.


გადადის თუ არა სიმელოტე მემკვიდრეობით?

ბონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიაცია, რომელიც მამაკაცებში სიმელოტეს იწვევს. მათი დაკვირვებით სიმელოტის გამომწვევი გენი შედის X ქრომოსომის შემადგენლობაში, რომელსაც მამაკაცი დედისგან იღებს მემკვიდრეობით. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გენეტიკურად გადადის თმის ფოლიკულის რეცეპტორის მომატებული მგრძნობელობა მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) მიმართ, რაც სიმელოტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. მგრძნობიარე ფოლიკულებზე ანდროგენები დამაზიანებლად მოქმედებს და თმა იწყებს ცვენას.

იმისათვის, რომ ახალგაზრდა არ გამელოტდეს, როგორც კი დაეწყება თმის ცვენა, საჭიროა, დროულად მიმართოს ტრიქოლოგს, ჩაიტაროს გამოკვლევები.

ექიმის მიერ ინდივიდუალურად დანიშნული კომპლექსური მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.


modelirebaze

რა არის ცხიმოვანი სებორეა და იწვევს თუ არა სიმელოტეს?

სებორეა არის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კანის ცხიმის გადაჭარბებული გამოყოფით და მისი შემადგენლობის ცვლილებით. ეს განაპირობებს კანის დამცავი თვისებების შემცირებას და იქმნება ხელსაყრელი პირობები ბაქტრიების გამრავლებისა და კანის დაზიანებისათვის.

სებორეა გამოხატულია კანზე, სადაც დიდი რაოდენობითაა ცხიმოვანი ჯირკვლები (სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, მკერდსა და ზურგზე). სებორეა ძირითადად გავრცელებულია 15-25 წლამდე ახალგაზრდებში.


იცოდით რომ…

უკვე პირველ საუკუნეში რომაელები ებრძოდნენ  თმის ცვენას.

იულიუს კეისარი ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ დაემალა თავის სიმელოტე.

კეისარმა შემოიღო წესად თმის შეჭრა მტრებზე მათი მორჩილების ნიშნად.


ძველ რომში მეძავ ქალებს ევალებოდათ თმების ქერად შეღებვა ან ნათელი ფერის პარიკის ტარება.

მე-17 საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუი მე-13 სიმელოტეს იფარავდა ფაფუკი პარიკით, რომელიც დამკვიდრდა  კიდევაც მოდად.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ