Posts Tagged ‘მშრალი თმა’

როგორი წყლით დავიბანოთ თმა?

თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ თმის დაბანვის სიხშირე ინდივიდუალურია. სასურველია, თმის დაბანვა მოხდეს გაჭუჭყიანების შესაბამისად. ხშირი დაბანვა საზიანოა თმისთვის, რადგან თმა ხდება მტვრევადი და უსიცოცხლო.

ნორმალური თმა შეიძლება დაიბანოთ 4-5 დღეში ერთხელ.

ცხიმიანი თმა უნდა დაიბანოთ 2-3 დღეში ერთხელ. როდესაც თმას ხშირად იბანთ, გამოიყენეთ რბილი შამპუნი ყოველდღიური დაბანვისათვის.


როგორი ტიპის თმა გვაქვს?

განასხვავებენ შემდეგი ტიპის თმებს:

ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და შერეული;

რბილი და უხეში;

სქელი და თხელი;

ჯანმრთელი და გამოფიტული.

თმის ეფექტური მოვლისათვის საჭიროა, სწორად განვსაზღვროთ თმის ტიპი. თმის ცხიმიანობა შეესაბამება კანის ტიპს. ცხიმიან კანზე თმა ცხიმიანია, მშრალ კანისთვის კი დამახასიათებელია მშრალი თმა.

ნორმალური კანი ზომიერად ცხიმიანია, არ არის მშრალი, არ იქერცლება და არ აქვს მსხვილი ფორები.

ცხიმიანი კანი დაფარულია კანის ცხიმის სქელი ფენით, პრიალებს და აღენიშნება გაფართოებული ფორები.


რატომ იმუხტება ზამთარში თმა უფრო მეტად?

ზამთარში თმა უფრო მეტად ელექტროვდება, ვიდრე – ზაფხულში. ამის მიზეზია კონდიციონერების და სხვადასხვა სახის გამათბობლების გამოყენება, რომელიც აშრობს ჰაერს. მშრალი ჰაერი 10–ჯერ მეტად ზრდის თმის დამუხტვის შესაძლებლობას. ამიტომ მიზანშეწონილია სახლში ან ოფისში სპეციალური ჰაერის დამატენიანებელის ან იონიზატორის გამოყენება.

თმის დაელექტროების კიდევ ერთ–ერთი მიზეზია არასწორად შერჩეული სავარცხელი. ნუ გამოიყენებთ პლასმასის სავარცხელს. ყველაზე უკეთესია, შეარჩიოთ ხის ან ნატურალური ჯაგრისის სავარცხელი.  სავარცხელი ნატურალური ბოჭკოებისაგან (სილიკონი, კარბონი) ასევე აბსოლუტურად ანტისტატიკურია.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ