Posts Tagged ‘მინოქსიდილი’

სპექტრალ დნს – ანტიანდროგენული პრეპარატი

სპექტრალ დნს (Spectral DNC)  არის პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია მამაკაცური სიმელოტის შორსწასულ შემთხვევებში (ნორვუდის IV ხარისხი და მეტი) და ქალბატონებში ლუდვიგის მე–II, მე–III ხარისხის დროს.

 

სპექტრალ დნს არის გარეგანი მოხმარების ერთ–ერთი მძლავრი და სწრაფმოქმედი ანტიანდროგენული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას.

 

პრეპარატს აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია, რის გამოც მისი შეწოვა რამდენჯერმე მატულობს.

 

მასში შემავალი ანთებისსაწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი კომპონენტები ეწინააღმდეგება გვერდით ეფექტს– კანის გაღიზიანებას, რაც გვხვდება მაგ. მინოქსიდილის მოხმარებისას.

 

ძირითადი მოქმედი კომპონენტი არის 5% მინოქსიდილი– თმის ზრდის მასტიმულირებელი „ოქროს სტანდარტი“.


ევკაპილი – სიმელოტის მკურნალობის ინოვაციური პრეპარატი

ევკაპილი არის ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო, შედარებით ახალი, გარეგანი მოხმარების პრეპარატი, რომელიც გამოიყენება როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში.


ეს პრეპარატი შემუშავებული იქნა სან– დიეგოს უნივერსიტეტის (კალიფორნიის შტატი) ბიოფიზიკოსების მიერ.


სიმელოტის შესანიღბი ბუნებრივი საშუალებები

კოსმეტიკური პროდუქციის თანამედროვე ბაზარი გთავაზობთ რა თმის მოვლის უამრავ საშუალებას, არ წყვეტს მომხმარებლის გაკვირვებას და წარმოგიდგენთ, სიმელოტის შემნიღბავ საშუალებას.

ეს არის თმის მოვლის ბუნებრივი საშუალება – უნიკალური კომპლექსი ორგანული ცილა–კერატინის, რომელიც ლაზერის საშუალებით დაყოფილია მიკროზომის ნანობოჭკოებად (0,3–0,5მმ).


თმის ცვენა ქიმიოთერაპიის დროს

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას, ქიმიოთერაპია – არის თმის ცვენის ერთ–ერთი სერიოზული მიზეზი.

ქიმიოთერაპია გამოიყენება სწრაფად დაყოფადი უჯრედების და ქსოვილების გასანადგურებლად. ამავე დროს ის აზიანებს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს – განსაკუთრებით, დაყოფის სტადიაში მყოფს. თმის ზრდაზე პასუხისმგებელი თმის ფოლიკულის უჯრედები ასევე აქტიურად იზრდება, ამიტომ ისინი ზიანდება ქიმიოთერაპიის დროს, რაც იწვევს თმის ცვენას.

ონკოლოგების აზრით, ქიმიოთერაპიის დროს ყველა პრეპარატი არ იწვევს თმის ცვენას. ზოგიერთი მათგანი თმას აცვენს მთლიანად, ზოგი კი ნაწილობრივ. ეს დამოკიდებულია მკურნალობის სქემაზე და პრეპარატის დოზირებაზე.


რა არის ჰირსუტიზმი?

ჰირსუტიზმი არის ქალებში (მამაკაცური ტიპის) თმის გაძლიერებული ზრდა. ამ დროს ტერმინალური (მუქი ფერის, უხეში) თმის ზრდა ხდება სახეზე, მკერდის, ზურგის და მუცლის ზედა ნაწილზე. ჰირსუტიზმის მიზეზი უმეტესად არის ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონები) მომატებული კონცენტრაცია.

ჰირსუტიზმის დროს გამოხატულია კანის და თმის მომატებული ცხიმიანობა, აკნე, ამენორეა, უნაყოფობა და სხვა. ანდროგენების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირილიზაციის ნიშნები – კუნთოვანი მასის ზრდა, ხმის დაბოხება, შუბლის გამელოტება, სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება.


რატომ ნიშნავენ ექიმები თმის გადანერგვის შემდეგ მინოქსიდილს და ფინასტერიდს?

რატომ ნიშნავენ ექიმები ოპერაციის შემდეგ მინოქსიდილს და ფინასტერიდს? თუ პაციენტმა არ გამოიყენა ეს პრეპარატები გასცვივდება თუ არა გადანერგილი თმები?

– ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს მინოქსიდილი და ფინასტერიდი არ ენიშნება. თმის გადანერგვა ხდება კეფიდან(ანდროგენდამოუკიდებელი ზონა). ამ მიდამოს თმის ფოლიკულებს არ გააჩნია მგრძნობიარე რეცეპტორები მამაკაცის სასქესო ჰორმონების მიმართ, ამიტომ  გადანერგილი თმა არ ცვივა სიცოცხლის ბოლომდე. გადანერგილი თმა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. თვითოეულ პაციენტს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა. არ არსებობს ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის ზოგადი სქემა.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი