Posts Tagged ‘თმის ფერი’

როგორ მოქმედებს თმის საღებავები?

წარმოუდგენელია თანამედროვე ქალი, რომელიც არ სარგებლობს სალონის პროცედურებით – თმის შეღებვა, თმის დახვევა, თმის დაგრძელება და სხვა. ნებისმიერმა კომპეტენტურმა ტრიქოლოგმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს ეს პროცედურები თმის ჯანმრთელობაზე, რადგან პაციენტი ტრიქოლოგისგან მოითხოვს არამარტო თმის ცვენის, ქერტლის, სებორეის პრობლემის მოგვარებას, არამედ კომპეტენტურ რეკომენდაციებს თმის მოვლის საშუალებებზე.


რატომ ვჭაღარავდებით?

ცნობილია, რომ თმის შფერილობას განაპირობებს პიგმენტი მელანინი, რომელიც სინთეზირდება მელანოციტებში. ასაკთან ერთად მცირდება ღეროვანი უჯრედების აქტივობა, რომლებიც წარმოქმნიან მელანოციტებს და შესაბამისად მცირდება თმაში მელანინის რაოდენობა.

 

თმის ქერქოვან ნივთიერებაში წარმოიშობა მრავალრიცხოვანი ჰაერის ბუშტუკები  და თმის ფერი იცვლება ნაცრისფერიდან მოთეთრო–ნაცრისფრამდე.


რა განაპირობებს თმის შეფერილობას?

თმის ფერი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათგან ყველაზე მთავარი არის გენეტიკური და ენდოკრინული.



თმის ფერი განისაზღვრება პიგმენტ – მელანინის რაოდენობით, რომელიც არის თმის ქერქოვანი შრის უჯრედებში, ასევე ჰაერის შემცველობით, რომლითაც გაჯერებულია ეს პიგმენტი. 


ადამიანის თმა შეიცავს ორი სახის მელანინს: ეუმელანინს (შავი–ყავისფერი) და ფეომელანინს (მოყვითალო–წითელი). მათი თანაფარდობა იძლევა თმის ფერთა გამას.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სასქესო ჰორმონი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფინასტერიდი ფოლიკული შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ