როგორ დავიბანოთ თმა სწორად ისე, რომ ყოველთვის იყოს ძლიერი,მოვლილი და ბრწყინვალე?
მკვებავი ნიღბები, ბალზამები, დამზოგველი საღებავი, სპეციალური სავარცხელი და სხვა – ეს არის საშუალებები, რომელიც არის ყველა ქალის თმის მოვლის არსენალში.
თუმცა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თმის მოვლის საშუალება არის – თმის სწორად დაბანვა.
როგორია თმის დაბანვის ტექნიკა, რასაც იყენებენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები:
პირველ რიგში, დაბანვის წინ თმა კარგად უნდა დაივარცხნოთ, შემდეგ გაიკეთოთ თავის კანის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით.
წყლის იდეალური ტემპერატურა თავის დაბანისათვის არის სხეულის ტემპერატურა ან 37–38 გრადუსი. უფრო ცხელმა ან ცივმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი, კანის სიმშრალე და გაღიზიანება.