რეკომენდაციები მშრალი თმისათვის
თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების არასაკმარისი მუშაობისას, ვერ გამომუშავდება საჭირო რაოდენობის კანის ცხიმი და თმა ხდება მშრალი.მშრალი თმა წვრილია, მტვრევადი და ადვილად წყდება.
თმის და თავის კანის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი ვიტამინის ( განსაკუთრებით ვიტ. A ) დეფიციტით ორგანიზმში, ნერვული და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებით.