Posts Tagged ‘ვიტამინების დეფიციტი’

რატომ იყოფა თმის ბოლოები?

თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა მშრალი თმის დროს.

არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებით თმის დამცავი ფენა – კუტიკულა ირღვევა, მჭიდროდ ვეღარ ეკვრის თმის ღერს და შრევდება.

თმის ბოლოები იყოფა 2 ან 3 ნაწილად და ეძლევა ფუნჯის შესახედაობა. თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია.


თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია:

ქრონიკული ინფექციები; ანემიები; პარაზიტული დაავადებები; არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვა.


როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში?

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი თმის სილამაზე და მომხიბლველობა ზამთარშიც აუცილებელია მისი განსაკუთრებული მოვლა.

ზამთრის სიცივე, ქარი, სინოტივე, ვიტამინების დეფიციტი, ოთახის გამათბობლები და თმის არასწორი მოვლა არის სერიოზული გამოცდა თქვენი თმისთვის.

როდესაც ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 5 გრადუსზე დაბალია, აუცილებელია ქუდის ტარება. დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა სკალპის სისხლისმიმოქცევა და ფერხდება თმის ძირის კვება. ქუდი არ უნდა იყოს არც თავისუფალი და არც მჭიდრო. როდესაც შედიხართ შენობაში ან ტრანსპორტში აუცილებელია ქუდის მოხდა,რათა თმა არ გაოფლიანდეს.


რატომ ჩნდება ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ?

ქერტლი – ეს არის კანის მკვდარი და აქერცლილი უჯრედები. ჩვეულებრივ, თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება ხდება თვეში ერთხელ.

როდესაც ეს პერიოდი მცირდება 4-5 დღემდე, ვითარდება ქერტლი. სტატისტიკურად, ქერტლი აწუხებს ყოველ მესამე ადამიანს.

ქერტლი ორი სახისაა: ცხიმოვანი და მშრალი.

ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას. ქერტლის ნაწილაკები მსხვილია, ერთმანეთს ეწებება და თმას ძნელად სცილდება.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი