სპექტრალ დნს – ანტიანდროგენული პრეპარატი
სპექტრალ დნს (Spectral DNC) არის პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია მამაკაცური სიმელოტის შორსწასულ შემთხვევებში (ნორვუდის IV ხარისხი და მეტი) და ქალბატონებში ლუდვიგის მე–II, მე–III ხარისხის დროს.
სპექტრალ დნს არის გარეგანი მოხმარების ერთ–ერთი მძლავრი და სწრაფმოქმედი ანტიანდროგენული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას.
პრეპარატს აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია, რის გამოც მისი შეწოვა რამდენჯერმე მატულობს.
მასში შემავალი ანთებისსაწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი კომპონენტები ეწინააღმდეგება გვერდით ეფექტს– კანის გაღიზიანებას, რაც გვხვდება მაგ. მინოქსიდილის მოხმარებისას.
ძირითადი მოქმედი კომპონენტი არის 5% მინოქსიდილი– თმის ზრდის მასტიმულირებელი „ოქროს სტანდარტი“.