Posts Tagged ‘ბირკავას ზეთი’

ხვეული თმის მოვლა

ადამიანები ბუნებრივი ხვეული თმით ძალიან მომხიბვლელნი არიან.

მაგრამ რამდენადაც ლამაზია ხვეული თმა, იმდენად მეტ მოვლას საჭიროებს.

და აი რატომ: ხვეული თმის ღერს აქვს ფოროვანი სტრუქტურა.

მისი კერატინის ქერცლები არათანაბრადაა განლაგებული , აშლილია, რაც თმას ხდის დაუცველს არახელსაყრელ პირობებისადმი (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი).

ამიტომ ხვეული თმა თითქმის არ ბზინვარებს, მიდრეკილია სიმშრალისადმი, ბოლოები კი დაყოფილი.


რეკომენდაციები მშრალი თმისათვის

თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების არასაკმარისი მუშაობისას, ვერ გამომუშავდება საჭირო რაოდენობის კანის ცხიმი და თმა ხდება მშრალი.მშრალი თმა წვრილია, მტვრევადი და ადვილად წყდება.

თმის და თავის კანის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს ოგიერთი ვიტამინის ( განსაკუთრებით ვიტ. A ) დეფიციტით ორგანიზმში, ნერვული და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებით.


რატომ იყოფა თმის ბოლოები?

თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა მშრალი თმის დროს.

არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებით თმის დამცავი ფენა – კუტიკულა ირღვევა, მჭიდროდ ვეღარ ეკვრის თმის ღერს და შრევდება.

თმის ბოლოები იყოფა 2 ან 3 ნაწილად და ეძლევა ფუნჯის შესახედაობა. თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია.


თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია:

ქრონიკული ინფექციები; ანემიები; პარაზიტული დაავადებები; არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვა.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი