Posts Tagged ‘ანდროგენები’

სიმელოტე და პროსტატის კიბო

თმის ცვენა შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადების პირველი ნიშანი.

 

ადრეულ ასაკში დაწყებული გამელოტება, შესაძლოა მიგვანიშნებდეს  პროსტატის კიბოს განვითარების რისკზე, ირწმუნებიან ამერიკელი მკვლევარები.

 

თუმცა, ეს კანონზომიერება ეხებათ მხოლოდ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს.

 

კვლევებში მონაწილეობდა 500 აფრო– ამერიკელი მამაკაცი. კვლევებით დადასტურდა, რომ 30 წლამდე ასაკში გამელოტებულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს ალბათობა იყო შემთხვევათა 70%–ში.


რატომ მელოტდებიან ქალები?

ქალური ტიპის სიმელოტე განსხვავდება მამაკაცური ტიპისაგან იმით, რომ თმის დაკარგვას აქვს დიფუზური ხასიათი. ამიტომ ქალებში სიმელოტე უფრო გვიან ხდება შესამჩნევი, ვიდრე – მამაკაცებში, ამავე დროს თმის წინა ხაზი შენარჩუნებულია.
სტატისტიკური მონაცემებით ამერიკაში 21 მილიონი ქალი განიცდის სიმელოტის პრობლემას.


რა არის ჰირსუტიზმი?

ჰირსუტიზმი არის ქალებში (მამაკაცური ტიპის) თმის გაძლიერებული ზრდა. ამ დროს ტერმინალური (მუქი ფერის, უხეში) თმის ზრდა ხდება სახეზე, მკერდის, ზურგის და მუცლის ზედა ნაწილზე. ჰირსუტიზმის მიზეზი უმეტესად არის ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონები) მომატებული კონცენტრაცია.

ჰირსუტიზმის დროს გამოხატულია კანის და თმის მომატებული ცხიმიანობა, აკნე, ამენორეა, უნაყოფობა და სხვა. ანდროგენების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირილიზაციის ნიშნები – კუნთოვანი მასის ზრდა, ხმის დაბოხება, შუბლის გამელოტება, სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ