დაუვარცხნელი თმის სინდრომი

დაუვარცხნელი თმის სინდრომი (pili trianguli et canalikuli) არის თმის ღერის თანდაყოლილი სტრუქტურული ანომალია.


ეს იშვიათი დაავადება პირველად აღწერილი იყო ფრანგი მედიკოსების მიერ 1973 წელს.


სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების განვითარებაში წამყვანი ადგილი უკავია გენეტიკურ ფაქტორს.



შეიძლება თუ არა თმის გადანერგვა ცხიმოვანი სებორეის დროს?

მაქვს ცხიმოვანი სებორეა – ძალიან ცხიმიანი თავის კანი, ამის გამო უკვე გამიჩნდა გამელოტებული უბნები.

გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა თმის გადანერგვა ცხიმოვანი სებორეის დროს,



ჰორმონთა მეფე – მეფეთა ჰორმონი

„ჰორმონთა მეფე, მეფეთა ჰორმონი“ – ასე უწოდებენ ტესტოსტერონს ანდროლოგები.

ტესტოსტერონი არის მთავარი ჰორმონი არამარტო მამაკაცებში არამედ ქალებში – ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთეს ანდროლოგებმა, რომლებიც სწავლობდნენ ადამიანის დაბერების პროცესებს.



რითი იზომება ჰაერის ტენიანობა

“თმის როლი მეტეოროლოგიაში”

თმის ერთ–ერთი ფიზიკური ფუნქციაა ჰიგროსკოპულობა – ტენის შთანთქმის უნარი, რის შედეგად მისი მოცულობა იმატებს 10–25%–ით.

სწორედ ამ თვისების გამო თმა გამოიყენება მეტეოროლოგიაში – ჰაერის ტენიანობის განსაზღვრისათვის. 



როგორ ავიცილოთ თმის ჩაბრუნება?

თმის ჩაბრუნება ვითარდება ეპილაციის ან თმის გაპარსვის შემდეგ.

თმის ხშირი გაპარსვის ან დეპილაციის შედეგად კანი უხეშდება, რაც ეწინააღმდეგება თმის გარეთ, კანის ზედაპირზე გაზრდას და ის იზრდება კანქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე, ანთება და ქავილი.



თმისთვის საზიანო ვარცხნილობები

ტრაქციული ალოპეცია (traction- დაჭიმვა) ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში თმაზე ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

 

ალოპეცია შეიძლება განვითარდეს ისეთი ვარცხნილობის ტარების შედეგად, რომელიც მოითხოვს თმის ძლიერ დაჭიმვას, მაგალითად -

“აფრიკული ნაწნავი” ან “ცხენის კუდი”.

 

ტრაქციული ალოპეციის დროს თმა ყველაზე მეტად ზიანდება საფეთქლის არეში.



ზეითუნის ზეთი თმისათვის

უძველესი დროიდან ზეთისხილი იყო მშვიდობისა და სიწმინდის სიმბოლო, ჰომეროსი ზეითუნის ზეთს „თხევად ოქროს“ უწოდებდა.  ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ზეითუნის ზეთი გამოიყენებოდა სამკურნალოდ, მისი სასარგებლო თვისებების გამო.

ზეითუნის ზეთი არის ერთ–ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი თმის სიძლიერისა და ბზინვარებისათვის.



ანრი ჯოხაძე: “თავი ქუდში კი არა, თმაში გაქვს”

14 წელია, რაც საქართველოში თმის ტრანსპლანტაცია დაინერგა პროფ. თამაზ თამაზაშვილის მიერ.

თმის გადანერგვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. უდავოა, რომ თანამედროვე ეპოქაში იმიჯს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ცხოვრებაში.



შიში თუ ფობია?

შიშის გარეშე არ არსებობს ადამიანის ცხოვრება.

ჩვეულებრივად, სიცოცხლის განმავლობაში, ადამიანს უხდება სხვადასხვა შიშის დაძლევა. შიში ერთგვარ დამცავ როლს თამაშობს, ის იცავს ადამიანს საფრთხისაგან.

რით განსხვავდება ჩვეულებრივი შიში ფობიისაგან?

ფობია – ეს არის შიშის მდგომარეობა გამოწვეული გარკვეული სიტუაციით ან ობიექტით, რომელიც მოცემულ ეტაპზე არ წარმოადგენს რეალურ საშიშროებას. ფობია ფაქტობრივად – ეს არის გამოგონილი საფრთხე, ეს არის პანიკური შიში, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას “ჭკვიანი ადამიანების სისულელეები” უწოდა, რადგან ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ.



გინესის უცნაური რეკორდი

მსოფლიოს ყველაზე თმიანი გოგონა, ბედნიერია გინესის რეკორდების წიგნში შესვლით.

 

ცოტა ხნის წინ, 11 წლის ბანგკოკელი გოგონა, სუპატრა სასუპფანი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე თმიანი სუსტი სქესის წარმომადგენელი. გოგონას თმით აქვს დაფარული მთელი სხეული, ხელები ფეხები, ზურგი.

გოგონა დაიბადა იშვიათი გენეტიკური დაავადება – აბრასით. მსოფლიოში ამ დაავადების მატარებელია მხოლოდ ხუთი ათეული ბავშვი.



ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ