რას ნიშნავს გრძელი თმის გადანერგვა?

გრძელი თმის გადანერგვა გულისხმობს 2სმ–ზე მეტი სიგრძის თმის გადანერგვას.


გრძელი თმის გადანერგვის შემთხვევაში პაციენტი ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს ვიზუალურ ეფექტს, თუმცა ეს ეფექტი მხოლოდ დროებითია, რადგან გადანერგილი თმა 20-30 დღის განმავლობაში ცვივა.



ფოლექსენი – ბად–ი ანდროგენული ალოპეციის წინააღმდეგ

ავსტრალიურმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს(ბად–ი), ბაზარზე გამოუშვა ფოლექსენი – მოწოდებული ანდროგენული ალოპეციის საწინააღმდეგოდ.


განსხვავებით ალოპეციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებისაგან(ფინასტერიდი, დუტასტერიდი) ფოლექსენს არ აქვს უკუჩვენებები.



აბუსალათინის ზეთი – თმის სიჯანსაღისათვის

აბუსალათინის ზეთი არის გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი, რომელსაც იღებენ აბუსალათინის თესლისაგან. ის წარმოადგენს მოთეთრო–მოყვითალო სითხეს, სუსტი სუნითა და სპეციფიკური, ოდნავ უსიამოვნო გემოთი.


აბუსალათინის ზეთის 85% შედგება რიცინოლის მჟავასაგან, რაც აძლევს მას ქიმიურ ღირებულებას, ოლეინის მჟავა(2%), ლინოლეის მჟავა(1%), ლინოლენის, სტეარინის და პალმიტინის მჟავები(0,5%). 



ზღვის თევზი მშრალი თმისათვის

ყველასათვის კარგადაა ცნობილი ზღვის თევზის სასარგებლო თვისებები ორგანიზმისათვის.


თევზი არის ცილით საკმაოდ მდიდარი პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმი უკეთ ითვისებს ვიდრე ხორცს. 


ზღვის თევზი მდინარის თევზისაგან განსხვავებით შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს – ომეგა 3–ს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას,



ევკაპილი – სიმელოტის მკურნალობის ინოვაციური პრეპარატი

ევკაპილი არის ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო, შედარებით ახალი, გარეგანი მოხმარების პრეპარატი, რომელიც გამოიყენება როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში.


ეს პრეპარატი შემუშავებული იქნა სან– დიეგოს უნივერსიტეტის (კალიფორნიის შტატი) ბიოფიზიკოსების მიერ.



თმის ღებვამ შესაძლოა დააზიანოს სახსრები…

შვედმა მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება –  ქალბატონებში, რომლებიც თმას იღებავენ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2–ჯერ იმატებს რევმატიული ართრიტის განვითარების რისკი.


მეცნირების აზრით, პარა–ფენილენდიამინმა – რომელიც არის მრავალი თმის საღებავის ძირითადი კომპონენტი, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.



როდის გაუჩნდა თმის გადანერგვის სურვილი ბესო ბერულაშვილს?

ბესო ბერულაშვილის თავი ერთგვარ სავიზიტო ბარათად იყო ქცეული.

 

ბესო: – როცა იუმორისტი ხარ და სახასიათო ჟანრის მსახიობი, პირიქით ჰაბიტუსი უფრო უწყობს ხელს და კარგ განწყობაზე აყენებს.

 

ეხლა ვერც შევედრები და არც ვიკადრებ, მაგრამ იპოლიტე ხვიჩია, რომ ქოჩორიანი ყოფილიყო და ტანადი, ხომ წარმოგიდგენიათ, არ იქნებოდა ისეთი.

 

თუმცა… სულ მეშინოდა, ისე არ დამმართოდა, ხომ იცი, გვერდით რომ იჭერენ ხოლმე თმას ქარის დროს, რა ქვია? ხო ტალავერი (იცინის).



ვუდის ნათურა – თავის კანის დაავადებათა დიაგნოსტიკაში

შავი სინათლის ანუ ვუდის ნათურა ეს არის ხელსაწყო, რომელიც მედიცინაში გამოიყენება კანის დაავადებათა დისგნოსტიკისათვის.

 

ვუდის ნათურა არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდი პარაზიტული (მიკროსპორია, ტრიქოფიტია, ფავუსი) და პიგმენტური დერმატოზების დიაგნოსტიკისათვის.



თმის და თავის თმიანი ნაწილის დაავადებები

მოსახლეობის დაახლოებით  80% –ს აწუხებს თმის და თავის კანის სხვადასხვა  პრობლემები.


დღესდღეობით თმის დაავადებათა ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს.


ყველა დაავადება, რომელსაც სწავლობს ტრიქოლოგია შესაძლოა დაიყოს ორ დიდ ჯგუფად – თმის და თავის კანის დაავადებები. 



მეცნიერები იკვლევენ სიმელოტის ახალ მიზეზებს…

პერსილვანიის უნივერსიტეტის  (აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა მამაკაცური ტიპის სიმელოტის ბიოქიმიური მიზეზი.


მოგეხსენებათ, რომ ანდროგენეტიკული ალოპეცია გვხვდება 70 წლამდე ასაკის მამაკაცების 80%–ში. 

ამის მიზეზი არის მამაკაცის სასქესო ჰორმონის ანდროგენების სიჭარბე და გენეტიკური ფაქტორი.



ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ