იცოდით რომ…

უკვე პირველ საუკუნეში რომაელები ებრძოდნენ  თმის ცვენას.

იულიუს კეისარი ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ დაემალა თავის სიმელოტე.

კეისარმა შემოიღო წესად თმის შეჭრა მტრებზე მათი მორჩილების ნიშნად.


ძველ რომში მეძავ ქალებს ევალებოდათ თმების ქერად შეღებვა ან ნათელი ფერის პარიკის ტარება.

მე-17 საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუი მე-13 სიმელოტეს იფარავდა ფაფუკი პარიკით, რომელიც დამკვიდრდა  კიდევაც მოდად.



იუმორი

1. გემი იძირება, მგზავრები წყალში ფართხალებენ, მხოლოდ თმები ჩანს, მეზღვაური  ჩქარობს ხალხის გადარჩენას, წაავლებს რა მათ თმებში ხელს და ამოყავს, უცებ ჩნდება სრულიად მელოტი თავი, მეზღვაური შეფიქრიანდება, შემდეგ ჩასცხებს ნიჩაბს თავში – უხ შენი ,ახლა ჩვენ ხუმრობის დრო გვაქვს!?


2.
მელოტი ბარ-რესტორანში წვნიანს მიირთმევს, უცებ თავიდან ჩამოვარდნილი რწყილი ეცემა საჭმელში,მელოტი თანაგრძნობით მიმართავს: რაო ძვირფასო ფეხი ხომ არ დაგიცურდა!?



რა ჩივილები არის ხოლმე პაციენტების მხრიდან გადანერგვის შემდეგ?

– ყველაზე სერიოზული ჩივილები არის ჩვენი პაციენტების ცოლების მხრიდან. კერძოდ, უჩივიან, რომ მათი მეუღლეები სარკეს ვეღარ შორდებიან.



ხდება თუ არა თმის გადანერგვა ქალებში?

– თმის გადანერგვა ნაჩვენებია და იძლევა კარგ შედეგებს ქალებში, რომლებსაც აქვთ ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ტიპის ალოპეცია დამწვრობის და ტრამვის შემდეგ. ტრანსპლანტაციის ჩვენება განისაზღვრება კონსულტაციის შემდეგ.



რამდენად მტკივნეულია თმის გადანერგვის პროცედურა პაციენტისთვის?

– თმის გადანერგვის მთელი პროცედურა წარმოებს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. დღესდღეობით მაქსიმალურადაა დახვეწილი სრულფასოვანი გაუტკივარება ადგილობრივი ანესთეზიით.

ვინაიდან თმის გადანერგვა ხორციელდება მრავალჯერადი გადიდების ქვეშ და არის ძალზედ სკურპულოზური მანიპულაცია, პაციენტს პერიოდულად ვასვენებთ: შეუძლია ადგეს , გაიარ-გამოიაროს საოპერაციოში, მიირთვას საჭმელი ან წვენები, უყურებს ტელევიზორს, საუბრობს ტელეფონზე. ერთი სიტყვით, მთელი პროცედურა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ.



თმის გადანერგვიდან რამდენ ხანში შეუძლიათ პაციენტებს მუშაობის განახლება?

– ეს დამოკიდებულია განხორციელებული ტრანსპლანტაციის მოცულობასა და პაციენტის სამუშაოს სახეობაზე. კერძოდ, კაბინეტური სამუშაოს შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია არასრული დატვირთვით შეუდგეს მუშაობას მეორე-მესამე დღიდან.

უფრო ზუსტად კი ექიმი ინდივიდუალურად განგისაზღვრავთ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით.



როგორი იქნება თმის გადანერგვის ფასი?

– ტრანსპლანტაციის ფასი განისაზღვრება გადანერგილი თმის რაოდენობით. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ამერიკულ მეთოდებს დღიდან დაარსებისა, მაგრამ ფასები გვაქვს გაცილებით იაფი მსოფლიოს სხვა კლინიკებთან შედარებით. გარდა ამისა, კონსულტაცია არის

უფასო და კონფიდენციალური.



ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი