თმის ცვენა და ღვიძლის მდგომარეობა

ღვიძლი არის ორგანიზმის მთავარი ბიოქიმიური ლაბორატორია. ის მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 500-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში. ღვიძლის აქტიური მუშაობით განუწყვეტლივ მიმდინარეობს სისხლის და ორგანიზმის გაწმენდა  ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან, ტოქსინებისგან, კარცენოგენებისგან.



უძველესი დროის ვარცხნილობები

ვარცხნილობა რომ ადამიანის ინდივიდუალობაზე მეტყველებს,  მარტო ჩვენი ეპოქის კი არა, უძველესი ცივილიზაციების მიგნებაცაა. და თუ დღეს სახეზეა ყველა დროისა და საუკუნის “მიქსი”, ადრე ვარცხნილობა ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე მეტყველებდა. უძველესი ნაწარმოებების ილუსტრაციებზე  კი ადვილი ამოსაცნობი იყო, რომელი ეპოქის შვილებს ხედავდა მკითხველი…



რატომ არ იზრდება წვერი?

ძველ ეგვიპტეში ყველა მამაკაცი იპარსავდა წვერს. წვერის ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ ფარაონებს ნიშნად ძალაუფლებისა, მაგრამ მათი წვერი იყო ხელოვნური. მას, როგორც პარიკს აკეთებდნენ მოჭრილი თმისაგან და ჰქონდა სხვადასხვა ფორმა.

 

ალექსანდრე მაკედონელი თავის ჯარისკაცებს წვერს პარსავდა, რათა მოწინააღმდეგე ხელით არ ჩასჭიდებოდა ბრძოლის დროს.

 

რომის იმპერიაში მოპარსული წვერი და მოკლედ შეჭრილი თმა ითვლებოდა ცივილიზაციის ერთ–ერთ ნიშნად. ამით განარჩევდნენ რომაელებს ველური ხალხისაგან.



რატომ ჭამენ ცარცს…

თქვენთვის ცნობილია, რომ ჯანსაღი და ლამაზი თმისათვის აუცილებელია პროტეინით, ვიტამინებითა და  მიკროელემენტებით მდიდარი კვების რაციონი. ორგანიზმში ზოგიერთი მიკროელემენტის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მადის გაუკუღმართება (პარორექსია ანუ პიკაციზმი).



რა დაავადებები ემუქრებათ წითურთმიანებს?

 

 

“მზის შვილები“ ბუნებამ დააჯილდოვა გამორჩეული ფიზიოლოგიით. გარეგნულად ეს გამოიხატება ალისფერი თმით და რძისფერი კანით.

 

განსაკუთრებულ გარეგნობას წითურები უნდა უმადლოდნენ პიგმენტ მელანინს, რომელიც მათ ორგანიზმში გამომუშავდება მცირე რაოდენობით.

 

ეს ჯადოსნური პიგმენტი განკუთვნილია იმისათვის, რომ დაიცვას კანის საფარი ულტრაიისფერი სხივებისაგან.

ვინაიდან ეს პიგმენტი წითურთმიანებში მცირე რაოდენობითაა, ამოტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს, მათ შეიძლება მიიღონ სერიოზული დამწვრობა.



თმის ფიზიკური თვისებები

შეგახსენებთ, რომ თმის ქიმიური შემადგენლობა ასეთია:

15% წყალი;

6% ლიპიდები;

1% პიგმენტები;

78% ცილები.

თმა შედგება ოცდაორი სახის ამინომჟავისაგან. თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ელემენტების ატომების გარკვეული პროპორცია.



ბიოტინი – სილამაზის ვიტამინი

ვიტ. H ანუ ბიოტინი (ბერძნული სიტყვა „ბიოს“–სიცოცხლე) ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში, ის გვხვდება ყველა მიკროორგანიზმში, მცენარეში და ცხოველებში. ამ ვიტამინს აქვს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და მოქმედების ფართო დიაპაზონი. ის ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას – არეგულირებს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების ცვლას. ის აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, ბიოტინზეა დამოკიდებული ჯანსაღი ნაწლავის ფლორა, გოგირდის შემცველობის გამო მას შეიძლება ვუწუდოთ – თმის, კანის და ფრჩხილების – სილამაზის ვიტამინი.

ბიოტინის დეფიციტი პირველ რიგში აისახება კანის მდგომარეობაზე. კანი ხდება მშრალი, იქერცლება, ვითარდება დერმატიტი და სებორეა, რომელსაც თან ახლავს თმის ცვენა და არის სიმელოტის განვითარების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. ამრიგად, ბიოტინი არის სებორეის საწინააღმდეგო აქტიური ნივთიერება.



“მელოტი თავი სირცხვილი იყო…” – ზაალ სულაკაური

„თუ მამაკაცი გიმტკიცებთ, რომ გადაპარსული თავი მისი დიდი ხნის ოცნება იყო, იცოდეთ, რომ გატყუებთ…“ – გთავაზობთ ინტერვიუს ზაალ სულაკაურთან, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ დაიბეჭდა.

“მას ჯერ კიდევ ამშვენებს ხშირი თმა და წვერულვაში. ვერც ვერავინ წარმოიდგენს ზაალ სულაკაურს განსხვავებული იმიჯით. თუმცა…



იშვიათი და საშიში დაავადება – “თმის დავარცხნის სინდრომი”

13 წლის შოტლანდიელ გოგონას, მეგან სტიუარტს აწუხებს ძალზედ იშვიათი დაავადება –

“თმის დავარცხნის სინდრომი”.

მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას უბრალოდ თმის დავარცხნამ. ეს ნიშნავს, რომ სტატიკურ ელექტრობასთან (მუხტთან) კონტაქტმა შეიძლება “გათიშოს” მისი ტვინი. მისი ასეთი უცნაური დაავადების შესახებ ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ის მიდიოდა სკოლაში.



კვების პირამიდა – როგორ ვიკვებოთ სწორად?

რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვისათვის, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით – ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ით გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ით ცხოვრების წესი და კვება.

სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მომხიბლველი გარეგნობა, გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.



ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ