თმის ცვენის ლაზერული თერაპია

iGrow თმის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემაა, იგი ეფუძნება LLLT ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს თმის ფოლიკულების გასააქტივებლად საჭირო ოპტიმალური სიგრძის (650-670 ნმ) ლაზერულ და სინათლის სხივებს. iGrow უზრუნველყოფს მთლიანი სკალპის ერთდროულ დაფარვას. მისი გამოყენება უსაფრთხოა სახლის პირობებში, ოფისში და მოგზაურობის დროს. ტესტირებამ დაამტკიცა რომ iGrow-ს  LLLT სისტემის გამოყენებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს.

 

რა არის LLLT?

 

აბრევიატურა LLLT (Low Level Light Therapy) ნიშნავს სხივურ თერაპიას დაბალი დოზით. იგი   იყენებს ლაზერულ ან სინათლის ენერგიას, რომელსაც სპეციფიური ზღურბლი და ტალღის სიგრძე გააჩნია. LLLT- ში გამოყენებული სინათლის წყარო შესაძლოა იყოს ლაზერული და LED (სხივური დიოდი) მოწყობილობები. მათ ასევე ცივ ლაზერსაც უწოდებენ, რადგან სითბოს არ გამოყოფენ და შესაბამისად უსაფრთხონი არიან, არ იწვევენ დამწვრობას ან კანის დაზიანებას.

 

როგორ მუშაობს LLLT?

 

მრავალმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა ამ მეთოდის ეფექტურობა თმის ზრდის სტიმულირებისთვის, ანდროგენული ალოპეციის დროს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის, მაგრამ უახლოესმა კვლევამ აჩვენა, რომ LLLT შეიწოვება უჯრედებში და იწვევს მათი აქტივობის ზრდას. ანუ იგი აჩქარებს უჯრედების მომწიფების პროცესს, რაც თმის ეფექტურ ზრდას ხელს უწყობს.



Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ