წარბის, წვერისა და ულვაშის გადანერგვა

14 November 2014 | Uncategorized

სქელი წარბი ბოლო დროის მოდის ტენდენცია გახდა.

 

ამასთან ერთად, საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც წარბის კორექციის შედეგად თმის ღერები იმდენად არის ამოღებული, რომ წარბი გაწვრილებულია და აღარც ამოდის.

 

სწრედ ამ მიზნით, ცნობილი ქალბატონები და არა მარტო ისინი, ხშირად მიმართავენ წარბის გადანერგვას.

 

საკუთარი თმის გადანერგვა წარმატებით გამოიყენება წარბების, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექციისას, მათი ნაწილობრივი ან სრული არარსებობის დროსაც კი.

 

წარბის, წვერის გადანერგვის დროს სადონოროდ გამოიყენება კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებული საკუთარი თმა.

 

გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება ხორციელდება როგორც Strip (ზონრის) ასევე FUE (უნაკერო) მეთოდით.

 

უნაკერო მეთოდი იძლევა იმ უპირატესობას, რომ გადასანერგად შესაძლებელია შეირჩეს სასურველი სტრუქტურის თმისა და ფოლიკულების შემცველი გრაფტები.

 

წარბის,წვერის არეში გადანერგილი თმა ზრდას იწყებს გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს და ა. შ.

 

ის არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, იზრდება მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ ცვივა. შესაძლოა მისი შეჭრა, შეღებვა, გაპარსვა და ა.შ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 2 30 00 30



Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ