უცხოელების ნაწილი საქართველოში თმის გადანერგვის მიზნით ჩამოდის

19 May 2014 | Uncategorized

ინტერვიუჰეალაინისპლასტიკურ ქირურგ, მედიცინის დოქტორ  დეა პაპასკირთან 

 

უცხოელების ნაწილი საქართველოში თმის გადანერგვის მიზნით ჩამოდის

 

- რამდენი ხანია რაც მედიცინაში ხართ და წლების გასვლასთან ერთად თუ იზრდება მოთხოვნა პლასტიკურ ქირურგიაზე

 

- მე ვმუშაობ უშუალოდ თმის გადანერგვაზე, კონტურულ პლასტიკაზე (ტუჩების ფორმის შეცვლა)  და სახის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე (ნაოჭების მოცილებასა და ასე შემდეგ). 2003 წლიდან ამ სფეროში ვმოღვაწეობ. რაც შეეხება მოთხოვნას, დღეს თმის გადანერგვის პროცედურა საქართველოში ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი გახდა. მე ასევე ვცხოვრობ და ვმუშაობ მოსკოვში. თმის გადანერგვის კლინიკა  „ჰეალაინი“ უკვე დიდი ხანია რაც ბაზარზეა და მისი საქმიანობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ კუთხით მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

 

- თმის გადანერგვით ქალები უფრო  მეტად სარგებლობენ თუ კაცები?

- რა თქმა უნდა კაცები უფრო ხშირად სარგებლობენ ამ მომსახურებით. თუცა ქალებშიც ხდება თმის გადანერგვა, როდესაც არის ამის შესაბამისი ჩვენება. ეს გახლავთ ანდროგენული ალოპეცია, შუბლის ხაზის კორექცია, ეგრეთ წოდებული მაღალი შუბლის დროს და სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწიბურები თავის თმიან საფარველზე(ტრამვის, დამწვრობის, გადატანილი ოპერაციის შემდეგ).

 

- საქართველოს პირობებში ეს მომსახურება რამდენად ხელმისაწვდომია, როგორი ფასებია

 

- ჩვენი სერვისი იაფი ნამდვილად არ ჯდება, თუმცა ევროპის ქვეყნების ფასებთან შედარებით ბევრად ხელმისაწვდომია. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი საზღვარგარეთიდან (რუსეთიდან, უკრაინიდან,ესპანეთიდან დუბაიდან…) გვაკითხავს.

 

- დაბალი ფასის გამო ჩამოდიან თუ აქ უფრო ხარისხიანი მომსახურებაა?

 

- ხარისხიც მაღალია და ფასებიც ბევრად იაფი. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თმის გადანერგვის უკეთეს სერვისს მსოფლიოს ვერცერთი კლინიკა ვერ შესთავაზებს პაციენტს. როდესაც ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში კონგრესებზე და კონფერენციებზე, ჩვენ ძალიან დიდი  რეიტინგი გვაქვს. ჩვენ გვაქვს როგორც კარგი განათლება, ასევე გვაქვს კარგი გამოცდილებაც, ეს დამტკიცებულია. მე პირადად ამ სფეროში მოსკოვში დისერტაცია მაქვს დაცული.

 

- როგორც თქვენ თქვით, მოსკოვშიც მუშაობთ, იქნებ შეადაროთ ქართველი და რუსი მომხმარებელი ერთმანეთს? რამდენად პრეტენზიულები ვართ ქართველები?

 

-განსხვავება თითქმის არ არის. როდესაც ადამიანს სურს, რომ შეცვალოს თავისი გარეგნობა, ყველაფერს აკეთებს და სრულად გვენდობა. ასეა ეს მოსკოვშიც და აქაც. ეს არის ამბულატორიული პროცედურა და პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება სახლში (3-5 საათში, გააჩნია პროცედურას და იმას, თუ რა რაოდენობის თმა ინერგება). ჩვენს კლინიკაში გამოიყენება უახლესი ატრავმატული ტექნოლოგიები, რაც საკმაოდ ამარტივებს ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს და მთლიანობაში პროცედურა პაციენტისთვის იოლად გადასატანი ხდება. შესაბამისად, პრეტენზიებიც ნაკლებია.

 

- თმის გადანერგვის სერვისით ტურისტები უფრო მეტად სარგებლობენ, თუ ადგილობრივი მოსახლეობა

 

- ადგილობრივები, ქართველები. ახლა ზაფხული იწყება და მოთხოვნაც გაგვეზრდება, რადგან ზაფხულობით ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს.

 

- რატომ არის საქართველოში იაფი ფასები

 

-ზოგადად ფასის ფორმირებაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანს. სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოში იყოს იაფი ფასი თმის გადანერგვაზე სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევე როგორც იაფია წამლები, კვების პროდუქტები და ასე შემდეგ.

 

- როგორი ბიზნესგარემოა საქართველოში

 

- ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან, რომლებიც მუშაობენ და აქვთ სტაბილური შემოსავალი. ასე რომ ჩვენი კლინიკის მომართვიანობიდან გამომდინარე, ბიზნეს გარემო ნორმალურია. მსურველი ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდო, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო და ეკონომიკური მდგომარეობა ნორმალურია.

 

 



Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ