ოფიაზისი – ბუდობრივი ალოპეციის სახე

ბუდობრივი ალოპეცია (alopecia areata) არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მკვეთრად შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის გამელოტებული კერების გაჩენა შეუცვლელ კანზე.

 

დაზიანებული ფართობის მიხედვით, განარჩევენ ბუდობრივი ალოპეციის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ლოკალური, ლენტისებრი( ცელსის ოფიაზისი), სუბტოტალური, ტოტალური და უნივერსალური.

 

ოფიაზისი არის ბუდობრივი ალოპეციის ფორმაა,  რომელიც ხასიათდება თმის დაცვენით კეფის კიდეებში, წრიულად.

 

ოფიაზისის სახელწოდება წარმოსდგება ბერძნული   სიტყვისაგან „ოფის“ (გველი)-თმის დაცვენის ფორმისა და გველის  მსგავსებიდან  გამომდინარე.

 

ბუდობრივი ალოპეციის ამ ფორმას ლენტისებრ ალოპეციადაც მოიხსენიებენ. ამ დროს ხდება გამელოტებული უბნების გაჩენა სიმეტრიულად, თავის თმიანი ნაწილის კიდეებზე, კეფის არეში, რომელიც ლენტისებურად ვრცელდება ყურის ნიჟარებამდე ან საფეთქლებამდე. იშვიათად დაზიანება შეიძლება დაიწყოს შუბლის მიდამოდან (ფრონტალური ალოპეცია).

 

ინვერსიული ოფიაზისი (Sisapho) არის ალოპეციის(შუბლთხემსაფეთქლის) იშვიათი ფორმა.  ტერმინი „სისაიფო“   გამოიყენება ოფიაზისის შებრუნებული(ინვერსიული)  ვარიანტის დასახასიათებლად, როდესაც თმა შენარჩუნებულია მხოლოდ კეფის კიდეებზე.

 

ლენტისებური ალოპეციისათვის დამახასიათებელია გამელოტებულ კერაში კანის გასადავება, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ზოგჯერ კერა არ პროგრესირებს, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა,  არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მკურნალობის მეთოდებიდან  აღსანიშნავია  კორტიკოსტეროიდები, იმუნოთერაპია და ა.შ.


(Visited 379 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი