გრძელი თმის გადანერგვა ჰეალაინ ინტერნეიშნლ – ში

გრძელთმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა  ძალიან საინტერესო და პროგრესული მიმართულებაა, თუმცა დღეისათვის მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეუძლიათ მისი განხორციელება.

 

გრძელი თმის გადანერგვა მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, ქირურგისა და მთელი კოლექტივის დიდ გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს.

 

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ – ში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება გრძელი თმის გადანერგვა.

 

გრძელი თმის გადანერგვა შესაძლებელია მხოლოდ ზონრის (Strip) მეთოდით. ინერგება იმ სიგრძის თმა რა სიგრძისაცაა პაციენტის თმა სადონორო (კეფის) არეში.

 

გრძელი თმის გადანეგვის უპირატესობები:

 

  1. პაციენტი ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს თმის გადანერგვის საბოლოო შედეგს. თვალნათლივ ჩანს გადანერგილი თმის სიხშირე და მიმართულება.
  2. გრძელი თმის გადანერგვის შედეგად შესაძლებელია სრულიად შეინიღბოს ის წერტილოვანი შეწითლებები თმის ჩანერგვის ადგილებში, რომლებიც შეინიშნება პროცედურის შემდეგ პირველი ერთი კვირის განმავლობაში.
  3. ეს  მეთოდი შეუმჩნეველს ხდის ადრეულ პოსტოპერციულ პერიოდს, რაც, თავის მხრივ, მეტ თავდაჯერებულობას მატებს პაციენტს და იგი ოპერაციის მეორე დღიდანვე უფრო აქტიურად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ გრძელი თმის გადანერგვის შემდგომი ეფექტი დროებითია და გრძელდება 2-3 კვირა.

ამის შემდეგ თმა თანდათანობით ცვივა და შემდეგ ამოსვლას იწყებს 2-3 თვიდან, ისევე როგორც ეს ხდება მოკლე თმების გადანერგვის შემთხვევაში.

პაციენტი შესამჩნევ კოსმეტიკურ ეფექტს იღებს გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო საბოლოო შედეგი მიიღწევა 12 თვის შემდეგ, როდესაც უკვე  მაქსიმალურადაა გამოხატული გადანერგილი თმის სიხშირე და მოცულობა, ისეთივე, როგორიც პაციენტმა იხილა ოპერაციის დამთავრებისთანავე.

 

გადანერგილი თმა ინარჩუნებს ყველა მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს, არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას და  არასოდეს ცვივა.


(Visited 458 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი