DPC ეპილაცია

DPC ეპილაცია –  ფოტოეპილაციის მოდიფიკაცია

 

დღეისათვის ეპილაცია არის ერთ–ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ესთეტიკური პროცედურა.

ეპილაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში, ზღვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით.

 

იდეალური ეპილაციის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უსაფრთხოება, ეფექტურობა, ხანგრძლივი რეზულტატი, უმტკივნეულობა, რეაბილიტაციის პეროიდის არარსებობა.

 

თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგია არის ფოტოეპილაცია–მაღალიინტენსივობის სინათლის წყაროს გამოყენება–IPL(intense pulsed light), რომლის მეშვეობითაც ხდება თმის ფოლიკულის კოაგულაცია.

 

 

DPC (Dynamic pulse control) ეპილაცია არის ფოტოეპილაციის ერთ–ერთი ეფექტური მეთოდი, IPL ტექნოლოგიის მოდიფიცირებული ვარიანტი.

 

DPC  ეპილაცია მუშაობს შერჩევითი ფოტოთერმოლიზის პრინციპით. თმის ძირები კვდება თბური ზემოქმედებით.

 

DPC  ეპილაციის უპირატესობა არის იმპულსის მოდიფიკაციის არჩევა, უმტკივნეულობა, ეფექტურობა და უსაფრთხოება.

 

იმპულსის მოდიფიცირება– გულისხმობსს საცმის მუშაობის რეჟიმის შერჩევა. სხვადასხვა რეჟიმით მუშაობა სპეციალისტს საშუალებას აძლევს ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად შეარჩიოს პროგრამა (იმპულსის სამი მოდიფიკაცია):

 

1.  (Smooth pulse) იმპულსი იდეალურია მუქი ფერის კანისათვის, მუქი და სქელი თმისათვის, გარუჯულ და დაბერებულ კანზე.

 

2.  (Long pulse)  იმპულსი კეთდება ყავისფერ და საშუალო სისქის თმაზე, ან მუქი ფერის და თხელ თმაზე.

 

3.  (High pulse) იმპულსი ეფექტურია ღია ფერის კანზე, თხელ და ღია ფერის თმაზე.

 

რეჟიმის არჩევა დამოკოდებულია კანის ფოტოტიპზე და თმის ტიპზე.

 

უსაფრთხოება:  DPC  ეპილაციის საცმში გამოყენებულია ორმაგი სინათლის ფილტრების სისტემა. ისინი ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრს ჩამოაცილებს დამაზიანებელი სიგრძის ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ტალღებს და ატარებს მხოლოდ ხილული სპექტრის ნარინჯისფერ–წითელ ნაწილს.

 

DPC ეპილაციის უმტკივნეულო პროცედურა მიიღწევა ორი საშუალებით:
პირველი, როგორც უკვე ავღნიშნეთ სინათლის ფილტრების მეშვეობით, რომელიც იცავს კანს დამწვრობისაგან.

და მეორე – კონტაქტური გაგრილების უნიკალური სისტემა (საფირის მინით) იძლევა ანესთეზიის დამატებით ეფექტს და პროცედურას ხდის აბსოლუტურად უმტკივნეულოს და სასიამოვნოს. საცმში მოთავსებული საფირის მინა გრილდება –100C-მდე. პროცედურის დროს მინის კანთან კონტაქტი იცავს მას გადახურებისაგან.

 

DPC ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პროცედურა ჩატარდეს გარუჯულ კანზე, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ეპილაციის სხვა მეთოდებით გარუჯულ კანზე თმის მოცილება შეუძლებელია.

 

ყოველი პროცედურის შემდეგ თმის 20% აღარ იზრდება. ხოლო კურსის შემდეგ თმის 80–90% მოცილებულია. კურსი შედგება 6–8 პროცედურისაგან. პროცედურა ტარდება 1–1,5 თვის ინტერვალით.


(Visited 830 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი