თმის იმპლანტაცია – ბიოფიბერები

რა განსხვავებაა თმის იმპლანტაციასა და ტრანსპლანტაციას შორის?

 

თმის იმპლანტაციის შემთხვევაში ხდება ბიოლოგიურად შეთავსებადი ან ხელოვნური თმის ჩანერგვა, ხოლო ტრანსპლანტაციის დროს ხდება საკუთარი თმის გადანერგვა.

 

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში თმის იმპლანტაცია აკრძალული იყო სხვადასხვა გართულების გამო:

 

. ბოჭკოების 25%–ის უარყოფა ორგანიზმის მიერ;

 

. ბოჭკოს ირგვლივ კანის ქრონიკული ანთებითი პროცესი.

 

დღეისათვის დაშვებულია მხოლოდ იტალიური წარმოების, სინთეტიკური ნივთიერებისაგან წარმოებული თმა – Biofibre (ბიოფიბერები).

 

ვიდრე დაინერგებოდა თმის წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია ბიოფიბერისაგან, ის 60 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ქირურგიული ოპერაციების დროს საკერავ მასალად.

 

ამ პოლიმერის მთავარი მახასიათებელი არის– ქიმიური, მექანიკური და ფიზიკური ზემოქმედებისადმი მდგრადობა და მაღალი ბიოთავსებადობა.

 

იმისათვის, რომ ინპლანტატის მასალა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ნატურალურ თმას, არსებობს 13 ფერის და სამი ტიპის( სწორი, ხვეული და ტალღოვანი) ბიოფიბერი.

 

საინპლანტაციო თმის– ბიოფიბერის სიგრძე შეადგენს 15 სმ–ს, თუმცა შესაძლებელია 60 სმ სიგრძის თმის შეკვეთაც. ბიოფიბერის  სისქეა 0,08მმ.

 

მას შემდეგ რაც ინდივიდუალურად შეირჩევა ხელოვნური თმა, ის ნატურალურისაგან თითქმის არ განსხვავდება.

 

ვის სჭირდება თმის იმპლანტაცია?

 

ეს პროცედურა ყველაზე მეტად ესაჭიროება პაციენტებს – ანდროგენული ალოპეციით მაშინ, როდესაც მათი სადონორო მარაგი ტრანსპლანტაციისათვის საკმარისი არ არის. ასევე გამოიყენება ქალბატონებში ბუდობრივი ალოპეციის დროს.

 

იმპლანტაციის პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ტესტის გაკეთება.

ოპერაციამდე 1 თვით ადრე პაციენტს უნერგავენ 100 ცალ იმპლანტატს, იმისათვის რომ შეფასდეს რეაქცია სინთეტიკურ ბოჭკოზე.

 

პაციენტების მხოლოდ 1%–ს აღენიშნება მგრძნობელობის მომატება.

 

პროცედურის უკუჩვენებას წარმოადგენს კანის ინფექციური დაავადებებისადმი მიდრეკილება, თავის თმიანი ნაწილის მომატებული ოფლიანობა.

 

ბოჭკოების იმპლანტირება კანში

 

ბიოფიბერი მთავრდება კაუჭით, რომლითაც ის მაგრდება კანში. ოპერაცია უმტკივნეულოა, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

 

ერთ დღეში ინერგება 600 ბოჭკო. იმისათვის, რომ დაიფაროს მთლიანი თავი საჭიროა 6000–8000 იმპლანტანტი, ამიტომ მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე დღე.  პროცედურის შემდეგ კანის აღდგენა გრძელდება 2–3 დღე.

 

იმპლანტაციის შემდეგ ბიოფიბერის ბოჭკოები საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას:

 

. თავის კანის გულმოდგინე გასუფთავება სპეციალური საშუალებით 1–2 დღეში ერთხელ;

. უნდა გამოირიცხოს სპირტის შემცველი შამპუნები;

. არ არის სასურველი თავსაბურის ტარება ხანგრძლივი დროით;

. ულტრაიისფერი გამოსხივების დროს საჭიროა დამცავი ლოსიონის გამოყენება.

 

თუ პაციენტი არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, უმჯობესია უარი თქვას ამ პროცედურაზე.

 


(Visited 419 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი