თმის გასწორება კერატინით

რამოდენიმე წლის წინ გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით სუსტი და დაუმორჩილები თმა ხდება ლამაზი და ბრწყინვალე. ეს არის თმის გასწორება კერატინით.

 

ამ პროცედურით შესაძლებელია, არა მარტო თმის გასწორება, არამედ მისი აღდგენა, თმას უბრუნდება ძალა და ბრწყინვალება.

 

თუმცა ამ მოდური პროცედურის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა.

 

პირველად თმის გასასწორებლად ფორმალინი გამოყენებული იქნა ბრაზილიაში.

 

ერთერთმა ბრაზილიელმა ბალზამირების სპეციალისტმა შეამჩნია, რომ ფორმალდეჰიდის მოქმედებით მიცვალებულის თმა სწორდებოდა. მან გადაწყვიტა თავისი აღმოჩენა გამოეყენებინა ხვეულთმიანი ქალბატონების სასარგებლოდ.

 

პირველი თაობის პრეპარატის შემადგენლობაში იყო ფორმალდეჰიდი (ფორმალინი–ალდეჰიდი–ჭიანჭველის მჟავა), ხშირად მისი კონცენტრაცია ნორმის ზევით იყო.

 

ფორმალდეჰიდი არის კარცენოგენი, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში აკრძალულია. ის აზიანებს კანს, სასუნთქ სისტემას და მხედველობას.

 

მეორე თაობის პრეპარატი შემუშავებულ იქნა ევროპასა და ამერიკაში. მათი უმრავლესობა არ შეიცავს ფორმალდეჰიდს ან შეიცავს ძალიან მცირე კონცენტრაციით.

 

თმის გასწორების წინ ხდება მისი დამუშავება კერატინის შემცველი პრეპარატით. კერატინი – ეს არის ცილა, რომელიც შედის თმის და ფრჩხილების შემადგენლობაში.

 

როდესაც თმა ზიანდება და სუსტდება ის ხდება ფოროვანი. კერატინი ავსებს ფორებს და იცავს თმას დაზიანებისაგან. თმა ხდება ელასტიური.

 

 

თმის დამუშავების შემდეგ ხდება თმის გასწორება სპეციალური უთოთი 230 გრადუსამდე, შედეგად თმა ხდება თანაბარი, დამყოლი და ლამაზი. მისი მოვლა ადვილია. ეფექტი გრძელდება რამოდენიმე თვე.

 

თმის კერატინით გასწორების დროს საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა. პარიკმახერმა უნდა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო მომხმარებელმა – სპეციალური სათვალე.

 

პროცედურა უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ ტრიქოლოგები თმის აღსადგენად რეკომენდაციას უწევენ თმის ბალზამებსა და ნიღბებს, რომლის ჩამობანაც შესაძლებელია.


(Visited 6,489 times, 4 visits today)

2 Responses to “თმის გასწორება კერატინით”

  • 1 anaka Says:

    ra jdeba es procedura ?

  • 2 MagAdmin Says:

    ეს გახლავთ თმის გადანერგვის კლინიკა. ჩვენს ბლოგზე დევს ეს როგორც ინფორმაცია.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი