სპექტრალ დნს – ანტიანდროგენული პრეპარატი

სპექტრალ დნს (Spectral DNC)  არის პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია მამაკაცური სიმელოტის შორსწასულ შემთხვევებში (ნორვუდის IV ხარისხი და მეტი) და ქალბატონებში ლუდვიგის მე–II, მე–III ხარისხის დროს.

 

სპექტრალ დნს არის გარეგანი მოხმარების ერთ–ერთი მძლავრი და სწრაფმოქმედი ანტიანდროგენული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას.

 

პრეპარატს აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია, რის გამოც მისი შეწოვა რამდენჯერმე მატულობს.

 

მასში შემავალი ანთებისსაწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი კომპონენტები ეწინააღმდეგება გვერდით ეფექტს– კანის გაღიზიანებას, რაც გვხვდება მაგ. მინოქსიდილის მოხმარებისას.

 

ძირითადი მოქმედი კომპონენტი არის 5% მინოქსიდილი– თმის ზრდის მასტიმულირებელი „ოქროს სტანდარტი“.

 

სპექტრალ დნს შეიცავს ინგრედინტების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რომლის მიტანა თმის ფოლიკულამდე ხორციელდება ნანოსომური ტექნოლოგიით.

 

ამინექსილი– აჩერებს თმის ცვენას, ამაგრებს თმის ძირებს და ხელს უწყობს თმის ძლიერი ბოჭკოების ზრდას. ამცირებს კოლაგენის სინთეზს თმის ფოლიკულის ირგვლივ, ახდენს ფიბროზის პროფილაქტიკას. აძლიერებს თმის ბოლქვის ფიქსაციას კანში და ახანგრძლივებს მის სიცოცხლისუნარიანობას.

 

ადენოზინი– მოქმედებს რა თმის ზრდის ფაქტორზე, ასტიმულირებს თმის ზრდას. ის ასტიმულირებს უჯრედის ზრდას თმის ფოლიკულის დერმალურ დვრილში და ასქელებს თმას.

 

პროციანიდი–თმის ზრდის ნატურალური სტიმულატორი, ამცირებს თმის ცვენას და ასქელებს თმის ღერს.

 

სპილენძის პეპტიდი–აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ასქელებს თმის ღერს და ახანგრძლივებს თმის ზრდის სტადიას. ის აბლოკირებს 5–ალფა–რედუქტაზას სინთეზს, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის დიჰიდროტესტოსტერონად, ეს უკანასკნელი კი იწვევს სიმელოტეს.

 

არგინინი–კერატინის სინთეზისათვის აუცილებელი ამინომჟავა- იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ახდენს თმის ზრდის სტიმულაციას.

 

ფიტოსტეროლი–არის მცენარეული კომპონენტი, რომელიც ამცირებს თმის ცვენას, ანტიანდროგენული მოქმედების ხარჯზე. აგრეთვე ფლობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რაც ამცირებს კანის ცხიმის სეკრეციას.

 

პიროკტოლონოლამინი–აქვს სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება, ეწინააღმდეგება ქერტლის წარმოქმნას.

 

ეთერზეთი ემუ– აქვს ანთებისსაწინაარმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება, არბილებს კანს.

 

ნანოსომები–მიკროსკოპული ლიპიდური სტრუქტურები, რომელიც ხელს უწყობს ინგრედიენტების შეწოვას ღრმად, თავის კანში.

პრეპარატის მოხმარების პირველი რეზულტატი ჩანს უკვე 2–3 თვის შემდეგ.

 

თმის ზრდა შეინიშნება, არა მარტო თხემის არეში, როგორც დამახასიათებელია მინოქსიდილის მოხმარებისას, არამედ თმის წინა ხაზის მიდამოში.

სპექტრალ დნს უკუჩვენებას წარმოადგენს 18 წლამდე ასაკი, ორსულები და მეძუძური დედები.


(Visited 726 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი