ზეითუნის ზეთი თმისათვის

07 October 2011 | თმის მოვლა

უძველესი დროიდან ზეთისხილი იყო მშვიდობისა და სიწმინდის სიმბოლო, ჰომეროსი ზეითუნის ზეთს „თხევად ოქროს“ უწოდებდა.  ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ზეითუნის ზეთი გამოიყენებოდა სამკურნალოდ, მისი სასარგებლო თვისებების გამო.

ზეითუნის ზეთი არის ერთ–ერთი ყველაზე ღირებული პროდუქტი თმის სიძლიერისა და ბზინვარებისათვის. მრეწველობაში გამოიყენება სხვადასხვა ხარისხის ზეითუნის ზეთი. ყელაზე საუკეთესო არის – extra virgin.

ზეითუნის ზეთი არის შეუცვლელი წყარო ვიტამინ E–სი, რომელსაც სხვანაირად  ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ. ზეითუნის ზეთი კანზე ახდენს გამაახალგაზრდავებელ, რეგენერაციულ და ანტიოქსიდანტურ ზემოქმედებას.

ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება თმის ზრდისა და აღდგენისათვის. მასში შემავალი ვიტ. E და ვიტ. A ხელს უწყობს დაზიანებული თმის ფოლიკულის აღდგენას და თითოეულ თმის ღერზე ზემოქმედებს შიგნიდან, აღწევს რა მის სტრუქტურაში (კუტიკულა). ეს ზეთი  არის აღმოჩენა მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს თმის უთოთი.

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა თავის კანისათვის, რადგან მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ფაქიზად ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან, უზრუნველყოფს მის კვებას ჟანგბადით, ამით ხელს უწყობს  ქერტლის და თმის ცვენის პრობლემის მოგვარებას.


ზეითუნის ზეთისაგან შეიძლება მომზადდეს თმის ნიღბები სახლის პირობებში. ამისათვის საჭიროა ყველაზე მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი (exrta virgin).

ყველაზე მარტივი ნიღაბი თმისათვის: წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი შეიზილეთ თავის კანზე, თმის ძირებში, გაიჩერეთ 2სთ. და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თმის ზრდისა და აღსადგენად ზეითუნის ზეთის ნიღბებს უმატებენ ნატურალურ კომპონენტებს, რომელიც აძლიერებს ზეთის მოქმედებას, ესენია: თაფლი, ლიმონი, კვერცხის გული.

თმის ნიღაბი ლიმონის წვენით: 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1ჩ.კ. ლიმონის წვენი, მიღებული ნარევი შეათბეთ, წაისვით თმაზე და 30წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თმის ზრდის დასაჩქარებლად: 2 კვერცხის გული ათქვიფეთ, შეურიეთ 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, წაისვით თმაზე და 30წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლის ნიღაბი: 3 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წთ. და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ქერტლის საწინააღმდეგოდ: 1 კვერცხის გულს შეურიეთ 20გ. ლიმონის წვენი და ამდენივე ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი, დაუმატეთ სულ მცირეოდენი ნეიტრალური შამპუნი, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ერთი კვერცხის გულს დაუმატეთ 1ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, წაისვით ნარევი თმაზე, გაიჩერეთ 30 წთ. და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს რეცეპტი საუკეთესოა მშრალი თმისათვის.



Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სასქესო ჰორმონი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფინასტერიდი ფოლიკული ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ