რაზე მეტყველებს თმის სპექტროგრამა?

თმის სპექტრალური ანალიზი (სპექტროგრამა) – არის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში მინერალურ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამოვლენა. თმის სპექტრალური ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ორგანიზმის მიდრეკილება ამა თუ იმ დაავადებისადმი, მოვახდინოთ მათი პროფილაქტიკა და ეფექტური მკურნალობა. კვლევებით დადასტურდა, რომ თმა არის – ორგანიზმის „მინერალური პასპორტი“, ყოველი ადამიანისათვის ის არის განუმეორებელი და შეესაბამება მის ასაკს, სქესს, ტემპერამენტს, ცხოვრების წესს და ა. შ.

საკვებიდან მიღებული სამშენებლო მასალები სისხლიდან ხვდება თმის ბოლქვში და ლაგდება თმის ღერში, ამიტომ ადამიანის თმაში „იწერება მთელი ინფორმაცია“ მინერალების სიჭარბის ან დეფიციტის, ტოქსიური მეტალებით დაბინძურების შესახებ. თმა გვეხმარება ქრონოკული დაავადებებისა აღმოჩენაში მაშინ, როდესაც სიმპტომები ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი.

თმის სპექტრალური ანალიზით ხდება მენდელეევის სისტემის 20–30 ელემენტის განსაზღვრა ორგანიზმში.

ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თმა გვაძლევს არა მხოლოდ იმ დროის ინფორმაციას, როგორც მაგალითად სისხლის ანალიზში მიკროელემენტების განსაზღვრისას, არამედ იძლევა სტაბილურ სურათს ორგანიზმში ელემენტების დაგროვებაზე რამოდენიმე წლის განმავლობაში. ასეთი სახით თმა – არის თქვენი ორგანიზმის სარკე, რომელის ფლობს ინფორმაციას თქვენს შესახებ.

დაავადებების სიხშირის ზრდა დაკავშირებულია ატმოსფეროში, წყალში, ნიადაგში ტოქსიური ნივთიერებების დაგროვებასთან. არსებობს მინერელების ჯგუფი, რომელიც გროვდება ორგანიზმში და იწვევს მის მოწამვლას. ისინი ასუსტებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს დაავადებების განვითარებას. ესენია – ალუმინი, ბისმუტი, კადმიუმი, ნიკელი,ტყვია(გამონაბოლქვი), ტიტანი და კალა ( კონსერვები).

არასწორი კვება ასევე იწვევს აუცილებელი ელემენტების ბალანსის დარღვევას ორგანიზმში და შედეგად ვითარდება ესა თუ ის დაავადება.

ვეგეტარიანული დიეტის და კობალტის დეფიციტის დროს–  ქალებში შესაძლოა დაირღვეს მენსტრუალური ციკლი, განვითარდეს დეგენერაციული ცვლილებები ზურგის ტვინში, ნევროლოგიური სიმპტომები და კანის ჰიპერპიგმენტაცია.

მანგანუმის დეფიციტის დროს – ქვეითდება მეხსიერება და აზროვნების პროცესი, ფერხდება თმის და ფრჩხილების ზრდა, გვხვდება ვიტილიგო, საკვერცხეების დისფუნქცია, უნაყოფობა, ნაადრევი კლიმაქსი.

სპილენძის დისბალანსი – უარყოფითად აისახება სისხლწარმოქმნაზე, რკინის შეწოვაზე, ნერვულ სისტემაში მიელინიზაციის პროცესებზე.

თუთის დონე მამაკაცებში და სპილენძისა ქალებში – აისახება ჰორმონების – ტესტოსტერონის და ესტროგენების სინთეზზე.

ოჯახებში, სადაც მშობლები ეწევიან ბავშვების თმაში გროვდება კადმიუმი და ნიკელი. ეს კი წინაპირობაა იმუნური სისტემის, სასუნთქი სისტემის, ალერგიული დაავადებების განვითარებისა.

თმის და თავის კანის დაავადებები ასევე დაკავშირებულია ელემენტების დისბალანსთან:

კეროვანი ალოპეცია – კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, სელენის დეფიციტთან;

ტოტალური ალოპეცია – თუთიის დეფიციტი;

დიფუზური ალოპეცია – კალიუმის, რკინის, მანგანუმის დეფიციტთან.

ყველაზე ხშირად ორგანიზმში გვხვდება ქრომის, იოდის, სელენის, რკინის, თუთიის და სპილენძის დეფიციტი.

თმის სპექტრალური ანალიზის ჩვენებებია:

. თმის ცვენა, აკნე, ძილის დარღვევა;

. მხედველობის დარღვევა, იმუნიტეტის დასუსტება, ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია;

. გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები;

. კანის დაავადებები, ჭარბი წონა, რევმატიული დაავადებები;

. საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები;

. ფრჩხილების მტვრევადობა, თმის და ფრჩხილების ცუდი ზრდა, იმპოტენცია.



One Response to “რაზე მეტყველებს თმის სპექტროგრამა?”

Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სასქესო ჰორმონი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფინასტერიდი ფოლიკული შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ