ლაზერული თერაპია – თმის აღსადგენად

 

 

ლაზეროთერაპია არის ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდი მედიცინაში. როგორც ცნობილია, მაღალი ინტენსივობის ლაზერის სხივები დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ქირურგიაში. ამასთან ერთად, დაბალი ინტენსივობის ლაზერული თერაპია ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია თმის ცვენის მკურნალობაში. უკვე 30 წელია, რაც ეს მეთოდი ევროპაში გამოიყენება. უნგრელი მეცნიერების ჯგუფმა 1967 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების უნიკალური თვისებები.

დადგინდა, რომ ამ მეთოდს აქვს ბიო-მოდილირებადი ეფექტი თმაზე და თმის ფოლიკულზე.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივება ეფექტურია თმის აღსადგენად, როგორც კოსმეტიკური თვალსაზრისით, ისე ფიზიოლოგიური. კოსმეტიკური ეფექტი გულისხმობს – თმის გაძლერებას, ბზინვარების და თმის მოცულობის მომატებას, ჯანსაღ შესახედაობას.

ფიზიოლოგიური ეფექტი  - გულისხმობს თმის ცვენის შეჩერებას და პრობლემურ მიდამოებში მისი ზრდის სტიმულირებას.

სამკურნალო ეფექტი ხორციელდება უჯრედულ დონეზე, ორგანიზმის ბუნებრივი აღმდგენი რესურსების დახმარებით, ნერვული ბოჭკოების და დნმ-ის დონეზე. დაბალი ინტენსივობის ლაზერული სხივი აფოკუსირებს სინათლის ენერგიას (ფოტონები), რომელიც აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ორგანიზმის ფერმენტული ცვლის აქტივაციის გზით.

ლაზერული თერაპია აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, თმის ფოლიკულის მომარაგებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით, ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას და არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების ფუნქციას, ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. შედეგად, თმა ხდება ძლიერი, ჯანსაღი, იზრდება სწრაფად და, ზოგადად, უმჯობესდება თავის კანის მდგომარეობა.


ლაზერული თერაპიის ჩვენებაა:

1. ბუდობრივი ალოპეცია;

2. დიფუზური ალოპეცია;

3. ანდროგენეტიკული ალოპეცია;

4. თმის ღერის სტრუქტურული ცვლილებები (ტრიქოკლაზია და სხვა);

5. მშრალი სებორეა;

6. ცხიმოვანი სებორეა;

7. სებორეული დერმატიტი;

8. თავის ცხიმიანი ნაწილის ფსორიაზი.

ტრიქოლოგიაში წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა მოდიფიკაციის ლაზერული თერაპიის აპარატი _ „ლაზერული სავარცხელი”. მისი  გამოყენება ხდება ტრიქოლოგის მკაცრი მეთველყურეობის ქვეშ. „ლაზერული სავარცხლის“ გამოყენება  თვითნებურად, სახლის პირობებში ყოვლად დაუშვებელია.



One Response to “ლაზერული თერაპია – თმის აღსადგენად”

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ