რატომ ჩნდება ქერტლი და როგორ ვუმკურნალოთ?

ქერტლი – ეს არის კანის მკვდარი და აქერცლილი უჯრედები. ჩვეულებრივ, თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება ხდება თვეში ერთხელ.

როდესაც ეს პერიოდი მცირდება 4-5 დღემდე, ვითარდება ქერტლი. სტატისტიკურად, ქერტლი აწუხებს ყოველ მესამე ადამიანს.

ქერტლი ორი სახისაა: ცხიმოვანი და მშრალი.

ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას. ქერტლის ნაწილაკები მსხვილია, ერთმანეთს ეწებება და თმას ძნელად სცილდება.

 

მშრალი ქერტლი ვითარდება კანის სიმშრალის დროს და თან ახლავს ქავილი. ქერტლის ნაწილაკები პატარაა, განლაგებულია მთლიანად თავზე და ადვილად ცვივა. ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას.

 

ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირობით პათოგენური სოკო  Pityrosporum Ovale, რომელიც ჩვეულებრივ ყველა ადამიანის თავის კანზეა ისე, რომ ზიანს არ აყენებს. ის გამრავლებას იწყებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში (მაგ. კანის ცხიმის გაძლიერებული გამოყოფა).
ქერტლის წარმოშობის სხვა ფაქტორებია: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევები, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, თმის არასწორი მოვლა, თავის კანის გამოშრობა, თმის მოვლის არასრულფასოვანი საშუალებები (გელი, ლაქი, საღებავი). ქერტლის გადადება ადვილად შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური სავარცხლის გამოყენება.
რეკომენდაციები:

კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ახალი ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით და ხორცით. ასევე A, B, C, E ვიტამინებით, თუთიით, კალციუმით, რკინით მდიდარი საკვებით. საჭიროა, რაციონიდან გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ცომეული, ტკბილეული.
სასარგებლო რჩევები:

სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს თმის ნიღბები არაჟნით, კეფირით, კვერცხის გულით. სასარგებლოა, რძის შრატის შეზელვა თმაში და 30-60 წუთის შემდეგ ჩამობანვა. ეფექტურია თავის კანის მასაჟი სუფრის მარილით.

 

ცხიმოვანი ქერტლის დროს სასურველია შამპუნი შეიცავდეს კეროტილს, სალიცილის მჟავას.

 

მშრალი ქერტლის დროს რეკომენდირებულია სოკოს საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც შეიცავს სელენის დისულფიდს.

 

ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ტრიქოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით (ქერტლის გამომწვევი მიზეზების და თმის ტიპის გათვალისწინებით).

 

გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა დროის და ფინანსების ფუჭი ხარჯვაა და მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული კომპლექსური მკურნალობა იძლევა სასურველ შედეგს.



Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სასქესო ჰორმონი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფინასტერიდი ფოლიკული ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ