“ჰეალაინ ინტერნეიშნლ” გთავაზობთ თმის ცვენის მკურნალობის მეზოთერაპიულ მეთოდს

თმის გადანერგვის კლინიკა – Hairline International გთავაზობთ თმის ცვენის კომპლექსურ მკურნალობას, მათ შორის ყველაზე პროგრესულ მეთოდს მეზოთერაპიას.


მეზოთერაპია არის თანამედროვე, ყველაზე ეფექტური მეთოდი თმის ცვენის მკურნალობის და თავის კანის პრობლემების გადასაჭრელად.


მეზოთერაპია მოწოდებულია ყველა ეტიოლოგიის ალოპეციის მკურნალობის დროს (მათ შორის ბუდობრივი და დიფუზური).


გარდა ამისა, მეზოთერაპია გამოიყენება თმის გაჭაღარავების საწინააღმდეგოდ.


პროცედურის დროს მიკროინექციის საშუალებით ხდება კანში სპეციალური სამკურნალო კოქტეილის შეყვანა, რომელიც აუმჯობესებს თმის ფოლიკულის სისხლისმიმოქცევას და საკვები ნივთიერებებით მის მომარაგებას.


ეს ხელს უწყობს თმის ცვენის შეწყვეტას და ახალი თმის ზრდას, ნორმალიზდება ცხიმის სეკრეცია (რაც უზრუნველყოფს ქერტლის და სებორეის პროფილაქტიკას), ხდება თავის კანის გაჯანსაღება.


პროცედურა ტარდება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, მცირე ზომის ნემსით. პროცედურის ხანგრძლივობა 15–20წთ–ია.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 8–10 პროცედურა. პროცედურების დაწყება სასურველია დაავადების საწყის ეტაპზე.


სამკურნალო კოქტეილის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.


კოქტეილის ძირითადი კომპონენტები – ვიტამინები და მიკროელემენტები აუმჯობესებს რა თმის ფოლიკულის სისხლისმიმოქცევას, ხელს უწყობს თმის ზრდას, აქრობს ქერტლს და თმას აძლევს ბზინვარებას.


(Visited 1,204 times, 1 visits today)

Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი