რატომ მელოტდებიან ქალები?

ქალური ტიპის სიმელოტე განსხვავდება მამაკაცური ტიპისაგან იმით, რომ თმის დაკარგვას აქვს დიფუზური ხასიათი. ამიტომ ქალებში სიმელოტე უფრო გვიან ხდება შესამჩნევი, ვიდრე – მამაკაცებში, ამავე დროს თმის წინა ხაზი შენარჩუნებულია.
სტატისტიკური მონაცემებით ამერიკაში 21 მილიონი ქალი განიცდის სიმელოტის პრობლემას. ქალური ტიპის სიმელოტე დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, კლიმაქტერული პერიოდი. ამ უკანასკნელის დროს თმის დაკარგვა უფრო შესამჩნევია.
ანდროგენეტიკული სიმელოტე ქალებში იმავე მექანიზმით მიმდინარეობს, როგორც მამაკაცებში. მისი მთავარი ”დამნაშავეა” მამაკაცის სასქესო ჰორმონი – ანდროგენები. მისი უმნიშვნელო რაოდენობა ქალის ორგანიზმში გამომუშავდება საკვერცხეების და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. თუმცა მათი მოქმედება „ნეიტრალიზდება“ ქალის ჰორმონით – ესტროგენებით. როდესაც ირღვევა ჰორმონალური ბალანსი ანდროგენები იწყებს ზემოქმედებას გენეტიკურად წინასწარგანწყობილ თმის ფოლიკულებზე.
ქალებში თმის ფოლიკულის მინიატურიზაციის პროცესი უფრო შემთხვევითია, ცალკეული თმის ღერები საერთოდ არ ზიანდება. ნორმალური სქელი თმა მონაცვლეობს წვრილ თმასთან. საბოლოო შედეგი არის თმის სიხშირის საგრძნობი შემცირება. თმის ზრდის ციკლი ფერხდება ისევე, როგორც მამაკაცებში – ზრდის ფაზა მცირდება, მოსვენების ფაზა კი გრძელდება, ამიტომ თმა მოკლდება.
ქალბატონები იშვიათად კარგავენ თმას მთლიანად და თუ ეს ხდება, მიზეზი უნდა ვეძიოთ სხვა დაავადებებში.
ქალური ტიპის სიმელოტის კლასიფიკაცია შეიმუშავა ლუდვიგმა.  ის მოიცავს თმის დაკარგვის სამ ხარისხს. ქალბატონებში უფრო ხშირად გვხვდება ლუდვიგის კლასიფიკაციის I ხარისხი.



Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ