რა არის ბუდობრივი ალოპეცია?

ბუდობრივი ალოპეცია (პელადა) არის დაავადება, რომელიც ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული, მომრგვალებული გამელოტებული კერების გაჩენით კანზე.

ბუდობრივი ალოპეციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციური სტრესი, მწვავე და ქრონიკული ინფექციები (მათ შორის კანის ინფექციები), ფიზიკური ტრავმა და გენეტიკური ფაქტორი.

ბუდობრივი ალოპეციის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მეცნიერები თვლიან, რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება.

დაავადება იწყება უეცრად მომრგვალებული ფორმის გამელოტებული კერების წარმოქმნით თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე. კანი შეუცვლელია, ზოგჯერ ცომისებრი კონსისტენციის და ჯანმრთელ კანთან შედარებით უფრო მეტად აჩნდება ნაოჭები. კერების საზღვარზე თმის ღერებს (მიკროსკოპის ქვეშ) აქვს დამახასიათებელი ფორმა: კონუსისებური, ქინძისთავის და ძახილის ნიშნის - ეს არის ბუდობრივი ალოპეციის განმასხვავებელი ნიშანი.

გამელოტებული კერების გავრცელების მიხედვით განასხვავებენ:

კეროვანს – მცირე კერების წარმოქმნით თავის თმიან ნაწილში;

სუბტოტალურს – როდესაც კერები ერთიანდება, თავზე შეიძლება დარჩენილი იყოს ბუსუსები, წარბები და წამწამები გათხელებულია;

ტოტალურს – როდესაც თავზე და სახეზე თმა მთლიანად გაცვენილია;

უნივერსალურს – თმა არ არის მთელ სხეულზე.

ბუდობრივი ალოპეციის დროს შეიძლება იყოს თანხვედრა ენდოკრინული დარღვევების, ვიტილიგოს, ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებების, ატოპიური დერმატიტის.

კეროვანი ალოპეციის ნიშნები შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებების დროს:

. სისტემური წითელი მგლურა;

. თავის კანის სოკოვანი დაავადებები (მიკროსპორია, ტრიქოფიტია, ფავუსი);

. სიფილისი – ამ დროს ალოპეცია არის წვრილკეროვანი ხასიათის, გამელოტებულ უბანზე გამოხატულია თმის მკვეთრი გაიშვიათება, ამ უბანზე კანი არ არის შეცვლილი;

. ტრიქოტილომანიის დროს ადამიანი ფსიქიკური გადაძაბვის გამო თვითონვე იზიანებს თავის თმიან საფარველს;

. ფსევდოპელადა არის თავის თმიანი ნაწილის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია შუბლის და საფეთქლის არეში წვრილი ნაწიბუროვან-ატროფიული კერები. ამ დროს ატროფია ვითარდება კანის ყველა შრეში. ეს დაავადება უფრო ხშირია 30-50 წლამდე ასაკის ქალებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



Comments are closed.

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ