თმის შეჭრის 10 ყველაზე სასაცილო, უცნაური და საშიში მეთოდი

თუ გადაწყვეტ თმის შეჭრას, აუცილებლად მოგიწევს დიდი გარჯა – მოძებნო პარიკმახერი, ჩაეწერო, წახვიდე… ეს ყველაფერი აუცილებელი არაა! თუ შენი პარიკმახერი დაკავებულია იმ დროს, როდესაც თმის შეჭრა გჭირდება, მოგიწევს, გამონახო სხვა ვარიანტიც…


1.თმის „შეჭრა“ ცეცხლით

ეს არის თმის „შეჭრის“ უძველესი მეთოდი… და დღესაც წარმატებით გამოიყენება, მაგალითად აფრიკაში. თუ გსურს, გქონდეს „ახლად გატრუსული“ ვარცხნილობა, ეს ერთადერთი გზაა ამისთვის.


2. შვეიცარიული არმიის დანა

ამ სიაში ყველაზე მრავალდანიშნულებიანი, შვეიცარიული არმიის დანა გამოგადგებათ, როდესაც დრო აღარ გაქვს და სასწრაფოდ გესაჭიროება ვარცხნილობის შეცვლა.



3. ვიბრაციული გახურებული სამართებელი

ეს არის განსხვავებული, „შენიღბული“ იარაღი თმის შესაჭრელად. ვიბრაციული გახურებული სამართებელი შესანიშნავია მათთვის, ვინც ეძებს პატარა თავგადასავალს ჩვეულებრივი მოსაწყენი თმის შეჭრის პროცესში.


4. თასი და მაკრატელი

არ შეგრცხვეს ამ „ტექნიკის“ გამოყენებისა. საკმაოდ ბევრ ცნობილ სახეს, როგორებიც არიან კიანუ რივზი, რაიანა, მიუმართავთ ამ მეთოდისთვის. ასე რომ, დაიხურე თასი თავზე და გაიცოცხლე ბავშვობაში დარჩენილი მოგონებები.



5. თმის შეჭრა წყალქვეშ

ამ სიიდან ყველაზე რთული ალბათ არის თმის შეჭრა წყალქვეშ (მაგალითად აუზში). წყალქვეშ თმის შეჭრისათვის საჭირო იქნება სუფთა სათვალე და მართლა კარგი ფილტვები.



6.“ზვიგენის კბილიანი“ სამართებელი

მისი სახელი ამბობს ყველაფერს. ნაწილობრივ სავარცხელი, ნაწილილობრივ სამართებელი და ბასრი კბილები – თმის შეჭრის ეს საშუალება არა მხოლოდ შეგაცბუნებს მისი გამოყენებისას, არამედ შესაძლოა ოდნავ გიჩხვლიტოს კიდეც.


7. ბაღის მაკრატელი

არა მხოლოდ ბუჩქებისთვის… ბაღის მაკრატელი გახდა ახალი ტედენცია მაღალი დონის სალონებში. მარჯ სიმფსონიდან დაწყებული დონალდ ტრამპიმდე ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავს თმის შეჭრის ამ მეთოდს. ბაღის მაკრატელს შეუძლია, შეგიქმას გასაოცარი თმის სტილი მხოლოდ რამდენიმე მოჭრით.



8. მაგიური დალაქი / სამართებელი სავარცხელი

თუ შენ უყურებ საკუთარ თავს და არ ხარ მთლად კმაყოფილი საკუთარი ვარცხნილობით, მაგიური დალაქის მეშვეობით შეგიძლია, თვითონვე შეისწორო თმა. შენ მხოლოდ ჯდები, ივარცხნი და ცვივა არასასურველი თმას. ეს მართლა ჯადოქრობაა.



9. “ბრჭყალები”

„ბრჭყალები“ არის პატარა ერთჯერადი სამართებლები, რომლებიც მაგრდება თითებზე. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს „იგრძნოს თავი ჰარმონიულად“ მათი გამოყენებისას. უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც ზედმეტია!



10. თმის შესაჭრელი ქოლგა

ეს არ არის სინამდვილეში თმის შესაჭრელი ინსტრუმენტი, ის აკავებს მოჭრილ თმას. შენ შეგიძლია იამაყო თმის შეჭრისას მეგობრისთვის გადაღებული საკმაოდ ორიგინალური და დამაშანტაჟებელი სურათით.



Leave a Reply

ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სასქესო ჰორმონი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფინასტერიდი ფოლიკული შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ