წარბის, წვერისა და ულვაშის გადანერგვა
სქელი წარბი ბოლო დროის მოდის ტენდენცია გახდა.
ამასთან ერთად, საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც წარბის კორექციის შედეგად თმის ღერები იმდენად არის ამოღებული, რომ წარბი გაწვრილებულია და აღარც ამოდის.
სწრედ ამ მიზნით, ცნობილი ქალბატონები და არა მარტო ისინი, ხშირად მიმართავენ წარბის გადანერგვას.
საკუთარი თმის გადანერგვა წარმატებით გამოიყენება წარბების, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექციისას, მათი ნაწილობრივი ან სრული არარსებობის დროსაც კი.
წარბის, წვერის გადანერგვის დროს სადონოროდ გამოიყენება კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებული საკუთარი თმა.