Archive for March, 2011

ნიღბები თმისათვის – რა უნდა ვიცოდეთ?

ლამაზი და ჯანმრთელი თმის დაცვისა და მოვლის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება არის თმის ნიღაბი. ნიღბები არა მარტო იცავს თმას გარე სამყაროს აგრესიული ფაქტორებისაგან, არამედ აძლევს მას ბზინვარებას და ამარაგებს საჭირო საკვები ნივთიერებებით. ნიღბის გამოყენება უნდა მოხდეს თმის მდგომარეობის გათვალისწინებით.


მელოტი გოგონა 2011 წლის “მის აშშ”-ს ფინალში?!

კაილა მარტელმა მოიპოვა „მის დელავერის“ ტიტული და გახდა პირველი უთმო მონაწილე „მის მსოფლიოს“ ისტორიაში.

„მის მსოფლიოს“ ორგანიზატორები გოგონას არწმუნებდნენ, რომ კონკურსზე გამოსვლის დროს სავალდებულო არ იყო პარიკის გაკეთება. მარტელმა ამჯობინა გამოეყენებინა ხელოვნური თმა, იმისათვის რომ უხერხულად არ ეგრძნოთ თავი კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს.


რა იწვევს დიფუზურ ალოპეციას?

დიფუზური ალოპეცია ხასიათდება ძლიერი, თანაბარი თმის ცვენით თავის თმიან ნაწილზე. დიფუზური ალოპეციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევა, ასევე არასასურველი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, რის შედეგად ვითარდება თმის განვითარების ციკლის დარღვევა.


როგორი ტიპის მამაკაცები იზიდავთ ქალებს?

ცნობილია, რომ მამაკაცებს ქერა ქალები მოწონთ. როგორი მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას სუსტი სქესის წარმომადგენლები?

როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, ქალები ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას პირველ რიგში, საკუთარ ინტუიციას ენდობიან, შემდეგ კი სხვა ფაქტორებიც ახდენენ ზეგავლენას.


როგორ შევარჩიოთ სავარცხელი?

პირველად სავარცხელს ამზადებდნენ ცხოველის ძვლის, სპილოს ეშვის, კუს ჯავშნის ან ხისაგან. მოგვიანებით – ტყვიის ან ფოლადისაგან ასხამდნენ, კიდევ უფრო მოგვიანებით  კი – ვერცხლის ან ოქროსაგან და ამკობდნენ ძვირფასი თვლებით.

თმის სწორად მოვლისათვის აუცილებელია სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების თმის ჯაგრისი და სავარცხელი.


როგორ შევარჩიოთ შამპუნი?

შამპუნი პირველად გამოიგონა გერმანელმა ქიმიკოსმა შვარცკოფმა 1903 წელს. ეს იყო იის შამპუნი, შავთმიანი თავის ლოგოთი. ის გამოდიოდა ფხვნილის ფორმით. 1919 წლისათვის შამპუნის ხარისხი გაუმჯობესდა და პროდუქტმა მიიღო სახელწოდება – Schaumpoon.

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ შამპუნი, აუცილებელია ყურადღებით წავიკითხოთ ინფორმაცია ეტიკეტზე. გამოიყენეთ მხოლოდ ის შამპუნი, რომელიც განკუთვნილია თქვენი თმის ტიპისათვის. უნივერსალური შამპუნი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის თმისათვის არ არსებობს. ბევრი ადამიანი მოიხმარს შამპუნს ნორმალური თმისათვის, მაგრამ პრაქტიკულად ნორმალური თმა ძალიან იშვიათად გვხვდება.


დღეში რა რაოდენობის თმის ღერის გაცვენა ითვლება ნორმალურად?

ყოველ ადამიანს თავის თმიან საფარველზე აქვს 100–დან 150– მდე თმის ღერი. ადამიანს დღეში საშუალოდ ცვივა 70– 100 ღერი თმა, ეს ნორმალური, ფიზიოლოგიური პროცესია. თმის ფიზიოლოგიური ცვენის მიზეზი არის ის, რომ თითოეულ თმის ღერს აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“. ყოველი თმის ფოლიკული ერთსა და იმავე დროს არის განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში.


შეიძლება თუ არა გადაინერგოს შეღებილი თმა და რა ასაკამდე შეიძლება თმის გადანერგვა ქალებში?

შეიძლება თუ არა გადაინერგოს შეღებილი თმა და რა ასაკამდე შეიძლება თმის გადანერგვა ქალებში?

შეგახსენებთ, რომ ქალებში თმის ტრანსპლანტაციის ჩვენებაა – ანდროგენეტიკური, ნაწიბუროვანი (დამწვრობის ან ტრავმის შემდგომი) და ტრაქციული ალოპეცია.


რომელი მიკროელემენტებია პასუხისმგებელი თმის სილამაზეზე?

შეცვლილი ეკოლოგია, ცხოვრების აჩქარებული ტემპი, სტრესული სიტუაციები, არასრულფასოვანი კვების პროდუქტები – ეს არის არასრული ჩამონათვალი მინერალური ცვლის დარღვევისა. ამ დროს შეიძლება იყოს, როგორც დეფიციტი სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტების, ასევე სიჭარბე ტოქსიური მიკროელემენტების, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე პირველ რიგში რეაგირებს თმა, კარგავს ბზინვარებას, სუსტდება და იწყებს ცვენას.


ქართველების შეუზღუდავი ფანტაზიები

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მირჩია – “არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთე და რაღაცა დაიცავი, კაი ფული იშოვება მანდ. მე, მაგალითად, სამფეხა, უკბილო მგლებს ვიცავ; შენც მოძებნე ისეთი რამე, რასაც არავინ იცავს და იშოვი ფულს”.

მეგობარს გულითადი მადლობა გადავუხადე და მზადება იმ დღესვე დავიწყე…
– მელოტები რომ დავიცვათ? – გამოთქვა აზრი ერთმა თანადამფუძნებელმა.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

Hairline International ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია ბირკავას ზეთი გვირილის ნაყენი გრაფტი გრძელი თმა დიეტა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი სიმელოტე ტესტოსტერონი ფოტოეპილაცია ქერა ქერტლი ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ხნა ჰორმონალური ბალანსი