Archive for January, 2011

გამოიყურება თუ არა გადანერგილი თმა ბუნებრივად?

საკუთარი თმის გადანერგვა (აუტოტრანსპლანტაცია) დასაბამს იღებს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30–იან წლებში.

ის უკავშირდება იაპონელი ექიმის ოკუდას სახელს.


პირველი წარმატებული ოპერაციები თმის გადანერგვაში დაიწყო 1959 წელს ექიმმა ორენტრიხმა.


იუმორი

1. პატარა გოგონა მელოტ პაპას თავზე ხელს უტყაპუნებს და ეკითხება:
— პაპი, შენ დროს თმა არ იყო?

2. სალონში კლიენტი კითხულობს:

– თმის ამოყვანის თქვენეული მეთოდი ეფექტურია?

– დიახ, ეფექტურია, აბა რა!

– ნიმუში გაქვთ?


როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში?

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი თმის სილამაზე და მომხიბლველობა ზამთარშიც აუცილებელია მისი განსაკუთრებული მოვლა.

ზამთრის სიცივე, ქარი, სინოტივე, ვიტამინების დეფიციტი, ოთახის გამათბობლები და თმის არასწორი მოვლა არის სერიოზული გამოცდა თქვენი თმისთვის.

როდესაც ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 5 გრადუსზე დაბალია, აუცილებელია ქუდის ტარება. დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა სკალპის სისხლისმიმოქცევა და ფერხდება თმის ძირის კვება. ქუდი არ უნდა იყოს არც თავისუფალი და არც მჭიდრო. როდესაც შედიხართ შენობაში ან ტრანსპორტში აუცილებელია ქუდის მოხდა,რათა თმა არ გაოფლიანდეს.


„მორწყული” თმა?!

ჩვენს პაციენტს დ.ნ.–ს ექიმი ოპერაციის შემდეგ უმუშავებს გადანერგილ თმას.

პაციენტი მიმართავს ექიმს:

-რას უშვრებით ჩემს თმას?

ექიმი პასუხობს:

-,,ვრწყავთ“ ფიზიოლოგოური ხსნარით.


ანეკდოტები

1.კახელი მაგრად ჰგავს ლენინს. დაიბარებს რაიკომის მდივანი და დაუყვირებს:

- გაიპრსე თმები, წვერი და შეიცვალე გარეგნობა!

კახელი თავს ჩაქინდრავს და ეუბნება:

- წვერ კი გავიპარსავ, მაგრამ იდეებ რა ვუყო?


2.
მელოტ გურულს ასწავლეს ნიორს თავზე თმა ამოყავსო, გურულმა არ დაუჯერა და უთხრა: მაგას რომ თმა ამოყავდეს იმდენი ხაში მაქ ნაჭამი ახლა ენაზე ქოჩორი მექნებოდაო.


რომელი ვიტამინებია თმისთვის აუცილებელი?

ვიტამინები მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების მიმართ. მიკროელემენტები ხელს უწყობს ვიტამინების შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ვიტამინების დეფიციტი აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობაზე. ლამაზი და ჯანმრთელი თმისათვის ყველაზე მეტად აუცილებელია: B ჯგუფის ვიტამინები, A, E და C ვიტამინები.


ყველაზე გრძელი თმა მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმის მქონე ადამიანი 2010 წლამდე იყო ვიეტნამელი ტრან ვან ჰი. მას 6,8 მეტრი სიგრძის თმა ჰქონდა, რომელიც 10.5 კილოგრამს იწონიდა. ჰი თმას არ იჭრიდა დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, რადგან თმის შეჭრის შემდეგ ხშირად ხდებოდა ავად. იგი 2010 წლის თებერვალში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მისი გარდაცვალების შემდეგ გინესის ენციკლოპედიამ მსოფლიო რეკორდის მფლობელად აღიარა ხინ კიპინგი. ეს არის ჩინელი ქალბატონი რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმა აქვს. 2004 წლის 8 მაისს მისი თმის სიგრძე შეადგენდა 6,627 მეტრს. მან თმის გაზრდა დაიწყო 1973 წლიდან, როდესაც იყო 13 წლის.
დაახლოებით 7 წელი გავიდა მას შემდეგ და ის კვლავ გინესის რეკორდსმენია. რა სიგრძისაა ახლა მისი თმა? ვინ იცის…


ელოს ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები

ელოს ეპილაცია არის ყველაზე პროგრესული აქამდე არსებულ (ფოტო, ლაზერული, ელექტრო-ეპილაცია) ტექნოლოგიებს შორის.

ელოს ეპილაცია ევროპაში და იაპონიაში უკვე ათი წელია, რაც დაინერგა. აბრევიატურა „ელოს“ იშიფრება, როგორც ელექტრო-ოპტიკური სინერგია(ერთდროული მოქმედება). ელექტრო- გულისხმობს ბიპოლარული რადიოსიხშირის გამოსხივებას, ხოლო ოპტიკური-იმპულსური სინათლის გამოსხივებას.


წარმატებული პაციენტი

27 წლის პაციენტს გ.ს.-ს სამსახურში მიღებაზე უარი უთხრეს. როგორც მან შემდგომ კულვარულად შეიტყო, დაიწუნეს სიმელოტის გამო. ახალგაზრდამ თმის გადასანერგად მოგვმართა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გავიდა ერთი წელი და ახალგაზრდა უკვე ახალი იმიჯით დანიშნეს ერთ-ერთ პრესტიჟულ თანამდებობაზე.

ფაქტია, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ სამსახურში. კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ადამიანის იმიჯს.


ინგლისური იუმორი

1. ერთი მეტად სიმპატიური მამაკაცი ძლიერ წუხდა იმაზე, რომ თმა სულ შავი ჰქონდა, წვერი კი სულ ჭაღარა და როცა მეგობარს ჰკითხა მიზეზი, მან უპასუხა:

- ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: საქმე ისაა, რომ შენ მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრად მეტი გიმუშავია ყბებით, ვიდრე თავით.

 

2. სტილისტი სალონში:

– იცით‚ ქალბატონო, ჭაღარა გამოგერიათ.

– სულაც არ მიკვირს… ცოტა დაუჩქარეთ‚ თორემ წვეულებაზე სულ მთლად გათეთრებულს გამიშვებთ…


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ