Archive for 2010

სენსაციური აღმოჩენა

ქართველი პროფესორის თამაზ თამაზაშვილის სენსაციური აღმოჩენა  პრეზენტირებულ იქნა ქალაქ ნიუ იორკში 5 ოქტომბერს.


ჩვენთან ყოველთვის სიახლეები გელით…

თმის გადანერგვის კლინიკა
“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”

ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროების დაკმაყოფილებაზე და ყოველთვის  სთავაზობს ინოვაციას.

 

ჩვენ ვაწარმოებთ უნიკალურ ოპერაციებს — მეგა სესიებს, რომელიც გულისხმობს 4500გრაფტამდე საკუთარი თმის გადანერგვას ერთ ეტაპად, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, უმტკივნეულოდ, სადონორო  არის ტრიქოფიტური დახურვით.


ჩვენებური ისტორიები

“ახლა თმები იგრე მაყრია, როგორც პუდრაა. . . “ … ესეც  დავით როსტომაშვილის ოხუნჯობა.  არადა ადრე ჩიოდა:

“ერთი ეს მითხარით, ფეხით დავდივარ და თავი რატომ მიცვდებაო?” – განგვიცხადა დათო როსტომაშვილმა. ( თქმა გაუჭირდებოდა აი! )

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

ნ.ი.-მ  ყაზახეთიდან ,გადაწყვიტა მეოთხე ცოლის მოყვანა. გაუგზავნა კიდევაც ხალხი დასანისშნად, მაგრამ უარი მიიღო: “სარკეში ჩაიხედე თავზე თმები არ გაქვსო”,  გააგზავნა ხალხი მეორედ – თუ თმები მექნება  წამომყვებაო? და დადებითი პასუხიც მიიღო.  ჩამოვიდა  ჩვენს კლინიკაში და თმა გადაინერგა. 6 თვის შემდეგ ახალგაზრდა, მომხიბლავ ცოლთან ერთად  სურათიც გამოგვიგზავნა.


იცოდით რომ…

უკვე პირველ საუკუნეში რომაელები ებრძოდნენ  თმის ცვენას.

იულიუს კეისარი ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ დაემალა თავის სიმელოტე.

კეისარმა შემოიღო წესად თმის შეჭრა მტრებზე მათი მორჩილების ნიშნად.


ძველ რომში მეძავ ქალებს ევალებოდათ თმების ქერად შეღებვა ან ნათელი ფერის პარიკის ტარება.

მე-17 საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუი მე-13 სიმელოტეს იფარავდა ფაფუკი პარიკით, რომელიც დამკვიდრდა  კიდევაც მოდად.


იუმორი

1. გემი იძირება, მგზავრები წყალში ფართხალებენ, მხოლოდ თმები ჩანს, მეზღვაური  ჩქარობს ხალხის გადარჩენას, წაავლებს რა მათ თმებში ხელს და ამოყავს, უცებ ჩნდება სრულიად მელოტი თავი, მეზღვაური შეფიქრიანდება, შემდეგ ჩასცხებს ნიჩაბს თავში – უხ შენი ,ახლა ჩვენ ხუმრობის დრო გვაქვს!?


2.
მელოტი ბარ-რესტორანში წვნიანს მიირთმევს, უცებ თავიდან ჩამოვარდნილი რწყილი ეცემა საჭმელში,მელოტი თანაგრძნობით მიმართავს: რაო ძვირფასო ფეხი ხომ არ დაგიცურდა!?


რა ჩივილები არის ხოლმე პაციენტების მხრიდან გადანერგვის შემდეგ?

- ყველაზე სერიოზული ჩივილები არის ჩვენი პაციენტების ცოლების მხრიდან. კერძოდ, უჩივიან, რომ მათი მეუღლეები სარკეს ვეღარ შორდებიან.


ხდება თუ არა თმის გადანერგვა ქალებში?

- თმის გადანერგვა ნაჩვენებია და იძლევა კარგ შედეგებს ქალებში, რომლებსაც აქვთ ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ტიპის ალოპეცია დამწვრობის და ტრამვის შემდეგ. ტრანსპლანტაციის ჩვენება განისაზღვრება კონსულტაციის შემდეგ.


რამდენად მტკივნეულია თმის გადანერგვის პროცედურა პაციენტისთვის?

- თმის გადანერგვის მთელი პროცედურა წარმოებს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. დღესდღეობით მაქსიმალურადაა დახვეწილი სრულფასოვანი გაუტკივარება ადგილობრივი ანესთეზიით.

ვინაიდან თმის გადანერგვა ხორციელდება მრავალჯერადი გადიდების ქვეშ და არის ძალზედ სკურპულოზური მანიპულაცია, პაციენტს პერიოდულად ვასვენებთ: შეუძლია ადგეს , გაიარ-გამოიაროს საოპერაციოში, მიირთვას საჭმელი ან წვენები, უყურებს ტელევიზორს, საუბრობს ტელეფონზე. ერთი სიტყვით, მთელი პროცედურა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ.


თმის გადანერგვიდან რამდენ ხანში შეუძლიათ პაციენტებს მუშაობის განახლება?

- ეს დამოკიდებულია განხორციელებული ტრანსპლანტაციის მოცულობასა და პაციენტის სამუშაოს სახეობაზე. კერძოდ, კაბინეტური სამუშაოს შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია არასრული დატვირთვით შეუდგეს მუშაობას მეორე-მესამე დღიდან.

უფრო ზუსტად კი ექიმი ინდივიდუალურად განგისაზღვრავთ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით.


როგორი იქნება თმის გადანერგვის ფასი?

- ტრანსპლანტაციის ფასი განისაზღვრება გადანერგილი თმის რაოდენობით. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ამერიკულ მეთოდებს დღიდან დაარსებისა, მაგრამ ფასები გვაქვს გაცილებით იაფი მსოფლიოს სხვა კლინიკებთან შედარებით. გარდა ამისა, კონსულტაცია არის

უფასო და კონფიდენციალური.


ამჟამად საიტზეა



საძიებო სიტყვები

FUE მეთოდი Hairline International ალერგია ალოპეცია ანდროგენები ანდროგენული ალოპეცია გრაფტი გრძელი თმა ვარცხნილობა ვიტამინების დეფიციტი თამაზ თამაზაშვილი თამაზ თამაზაშვილის კლინიკა თმა თმის გადანერგვა თმის გაღიავება თმის დაბანვა თმის ზრდა თმის მოვლა თმის ტრანსპლანტაცია თმის ფერი თმის ფოლიკული თმის ღერი თმის შეღებვა თმის შეჭრა თმის ცვენა კანის სიმშრალე კერატინი კონსულტაცია მეზოთერაპია მელოტი მინოქსიდილი მოკლე თმა მშრალი თმა პარიკი პარიკმახერი პაციენტი პლასტიკური ქირურგი სიმელოტე სტრესი ტესტოსტერონი ფოლიკული ქერა ქიმიოთერაპია შავგვრემანი შამპუნი ცხიმოვანი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლები ჭაღარა ხვეული თმა ჰეალაინ ინტერნეიშნლ